თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს განსაკუთრებული შეთავაზებებით.
წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. - ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ.
იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.
“სწორედ მომხმარებლის ანალიტიკის საშუალებით ვადგენთ, რომელი პროდუქტები თუ პარტნიორი კომპანიები იქნება ყველაზე რელევანტური კონკრეტული შეთავაზებების დროს და რამდენად ვაკმაყოფილებთ მომხმარებელთა საჭიროებებს. ნებისმიერი კამპანიის დროს, ჩვენი მიზანია, მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად დიდი სარგებელი, პარტნიორ კომპანიებს კი, მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი პროდუქცია გააცნონ თიბისის მომხმარებლებს”- აკა სანიკიძე, პროდუქტის მფლობელი.
თიბისის გუნდის ეს მიდგომა ყოველთვის წარმატებულია, რაც წლევანდელი წინასასკოლო შეთავაზებების შედეგებითაც ნათელია.
“ჩვენ მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით, თიბისის 60 000-ზე მეტ ერთგულ მომხმარებელს გავუმარტივეთ წინასასკოლო სამზადისი და ხელშესახები ღირებულება ყველა იმ ობიექტში დავახვედრეთ, რომელიც სექტემბრის მნიშვნელოვანი სამზადისთვის დასჭირდებოდათ. შედეგად, ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სწორ დროსა და საჭირო შეთავაზებას მომხმარებლები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეხმაურებიან”, - ბექა ჭაფოძე, თიბისის შეთავაზებების გუნდის ლიდერი.
წინასასკოლო შეთავაზებების დროს თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვა ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.
სხვა სიახლეები
17.09.2025.15:26
საქართველოს ბანკი დეველოპერული ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია ქრონომეტრი ლისზე, ელგუჯა ამაშუკელის ქ. 11-ში, ბიზნეს ცენტრისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის მშენებლობა ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ის ბიზნეს ცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. კომპლექსი 13 სართულიანია, ის 167 ბინას, ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, აუზს, სპას, გამწვანებულ ეზოსა და საბავშვო მოედანს აერთიანებს. პირველი 4 სართული კი კომერციულ, საოფისე და სპორტულ გამაჯანსაღებელ სივრცეებს დაეთმობა.
მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და 2027 წლის ივნისში დასრულდება.
ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქალაქში ახალ მულტიფუნქციურ, მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებს ქმნის. კომპანიის ჯგუფში შემავალ „შპს დაგის" სამშენებლო სექტორში დაგროვილი დიდი გამოცდილება და 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი დასრულებული კომერციული, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს.
„ქრონომეტრი ლისზე არის ბიზნესს კლასის კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების, ასევე ბიზნეს ცენტრის მშენებლობას, თანამედროვე ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლებს შევუქმნათ მეტი კომფორტი, მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ პროდუქტიულად, იცხოვრონ უსაფრთხოდ და რაც მთავარია არ დაკარგონ ბალანსი მათ შორის. ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება, რადგან ბანკი აქტიურად გვიწყობს ხელს ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში“, განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა, დავით გულორდავამ.
„საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას წლებია უცვლელად უჭერს მხარს. მოხარულები ვართ,რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია დეველოპმენტის მიმართულებით ვითარდება და ამჯერად ქრონომეტრის პროექტს ახორციელებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.