მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

თიბისის, თიბისი კაპიტალს და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მემორანდუმი გაფორმდა

news image

5 მაისს, მილანში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისიმ, თიბისი კაპიტალმა და ADB-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების შექმნას, რომელიც განსაზღვრავს პოტენციური თანადაფინანსების შესაძლებლობებს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში. 

თანადაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულება პირველია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი გააფორმებს. სხვა რეგიონებში დაფინანსების ეს უპრეცედენტო მოდელი, მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთში განხორციელების შემდგომ დაინერგება. აღნიშნული მემორანდუმი ორივე ქვეყანაში გაამარტივებს დაფინანსებაზე წვდომას და გააღრმავებს თიბისისა და ADB-ს პარტნიორობას.  

მემორანდუმის ფარგლებში, 2025-2028 წლის პერიოდში, ADB  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტებისთვის 150 მილიონ აშშ დოლარამდე დაფინანსების გამოყოფას გეგმავს. ასევე, თიბისისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  დამატებით გათვალისწინებულია 150 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. დაფინანსება განხორციელდება პირდაპირი სესხებისა და ბონდების გამოშვებით. 

თიბისისა და ADB-ის შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, თიბისის  კორპორატიულ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ დაფინანსება გაუმჯობესებული პირობებით. თიბისი უზრუნველყოფს პროექტების წინასწარ შერჩევას და დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სესხის მიღების პროცესს -  შემცირდება მინიმალური სესხის მოცულობის მოთხოვნა, რაც მეტ კომპანიას მისცემს საშუალებას, ADB -ის დაფინანსებით ისარგებლოს.

საქართველოში წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია- თიბისი კაპიტალი კი, ქვეყნის კაპიტალის ბაზრებს კიდევ უფრო გააფართოებს და რეგიონული კაპიტალის ბაზრებს აითვისებს. ობლიგაციებში ADB-ის  - როგორც ინვესტორის შემოსვლის ფასილიტაციას თიბისი კაპიტალი განახორციელებს, შესაბამისად მისი მეშვეობით, ემიტენტებს ექნებათ უფრო მარტივი და ეფექტური წვდომა IFI დაფინანსებებზე. 

თანამშრომლობა ითვალისწინებს, როგორც მცირე, ისე  მსხვილი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერას, ამიტომ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მეტ ემიტენტს ექნება ADB-სთან თანამშრომლობის და ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა.  ეს ხელს შეუწყობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობას და მზარდ ლიკვიდურობას ბაზარზე. 

ADB და თიბისი მიზნად ისახავენ, ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე, მათ შორის კლიმატურ და სოციალურ მიმართულებებზე. ამ ეტაპზე, ძირითადად განიხილება განახლებადი ენერგიის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და წარმოების სექტორების თანადაფინანსება.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მოისმინა

06.05.2025.17:28

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.

„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.

კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა