თიბისის მოსწავლის ბარათის აღება გამარტივდა
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისაგან- მოსწავლის ბარათის აღება უკვე, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტანის გარეშე არის შესაძლებელი. ფილიალში მისვლა საჭიროა მხოლოდ ფიზიკური ბარათის გასატანად.
ბარათის შესაკვეთად, მშობლები უნდა შეხვიდეთ თქვენს მობაილბანკში, გადახვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ “ბავშვის სივრცე” და დააჭიროთ ბარათის შეკვეთას. მობაილბანკიდან ბარათი სულ რამდენიმე წამში გააქტიურდება და მის გამოყენებას მოსწავლე ელექტრონულ საფულეში დამატებისთანავე შეძლებს. ფიზიკური ბარათის დამზადებას კი, მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე დასჭირდება.
მშობლის მოწვევით, მოსწავლის ბარათის მფლობელ ნებისმიერ 6-დან 17 წლის მოსწავლეს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მობაილბანკითაც და დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები.
მობაილბანკში მოსწავლეები შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:
• თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა
• თანხის სხვასთან გადარიცხვა (იმ შემთხვევაში თუ მშობელი ბარათის აღების პროცესში ან შემდგომ თანხმობას განაცხადებს ფუნქციის ჩართვაზე)
• მობილური ბალანსის შევსება
• მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება
• ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)
იმისათვის, რომ მოსწავლემ მობაილბანკზე მიიღოს წვდომა მშობელმა მობაილბანკის “ბავშვის სივრციდან” უნდა გაუგზავნოს მოწვევა. ეს არის მარტივი გზა, მისცეთ შვილს ყოველდღიური ფინანსური დამოუკიდებლობა, გამოუცხადოთ ნდობა და მხარი დაუჭიროთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებისას.
თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები მუდმივად სარგებლობენ მათზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით და პარტნიორ ობიექტებში იბრუნებენ მომენტალურ ქეშბექებს- ხარჯავენ გონივრულად და სარგებლიანად.
ბარათის მიმდინარე შეთავაზება 28 თებერვლის ჩათვლითაა და მისი მფლობელი მოსწავლეები პარტნიორ ობიექტებში- Yoyoso, სულაკაურის გამომცემლობა, Orgservice, ანტარისი- თიბისის პოსტ ტერმინალზე გადახდისას, 20%-იან მომენტალურ ქეშბექს იბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს ყველა ობიექტში ერთად). შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
დაზოგეთ დრო და ახლა უფრო მარტივად, ასწავლეთ თქვენს შვილებს ფინანსური დამოუკიდებლობა. აიღეთ, მოსწავლის ბარათი წამებში- პირდაპირ მობაილბანკიდან.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს ისეთ სერვისებს, რომლებიც მათ კომფორტსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალ თაობაზე.
სხვა სიახლეები
Boxette ზრდისა და ინოვაციების სტრატეგიით შიდა და გლობალურ ბაზრებზე ფართოვდება
11.02.2026.16:00
Boxette საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად ფართოვდება - კომპანიის ნიუ-იორკის ფილიალი უკვე სტაბილურად ფუნქციონირებს. პარალელურად, კომპანია გეგმავს გაფართოებასა და ზრდას შიდა ბაზარზეც. Boxette ინტენსიურად აგრძელებს სერვისების ინოვაციურ განვითარებას, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვით.
კომპანიის სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Boxette Georgia-ს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ეკა ებანოიძეს ესაუბრა.
ბოლო პერიოდში Boxette საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვდა. როგორია მოთხოვნა და რამდენად დატვირთვით მუშაობს ნიუ-იორკის ფილიალი? ხომ არ გეგმავს კომპანია მიმდინარე წელს ამერიკაში დამატებით გაფართოებას?
ნიუ-იორკის ფილიალის გახსნიდან მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, განსაკუთრებით იმ მომხმარებლების მხრიდან, ვინც რეგულარულად აგზავნის პირად გზავნილებსა და ამანათებს საქართველოში. ფილიალი მუშაობს აქტიური დატვირთვით და უკვე პირველივე თვეებში ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. დამატებითი გაფართოება ამერიკაში დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც არსებული ოპერაციები სრულად იქნება მასშტაბირებისთვის მზად.
ქვეყნის შიგნით რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილები და 2026 წელს აქცენტი ძირითადად თბილისში იქნება თუ რეგიონებში გაიშლებით?
დღეს Boxette წარმოდგენილია ხუთი ფილიალით ქვეყნის მასშტაბით, ძირითადი კონცენტრაციით თბილისში.
2026 წელს ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს თბილისის ქსელის გაძლიერებას, თუმცა პრიორიტეტი რჩება დანარჩენ ქალაქებში არსებული ფილიალების ზრდაც, რათა უფრო მეტ მომხმარებელთან ახლოს მივიდეთ და უკეთესი გამოცდილება შევუქმნათ.
დღეისათვის რომელი მიმართულებებიდან ახდენთ გზავნილების ჩამოტანას და გაგზავნას და რომელი არის ლიდერი მიმართულება?
ამჟამად Boxette ახორციელებს გზავნილების ჩამოტანას ამერიკიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან, გაგზავნას საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ასევე პირადი გზავნილების გადაცემას ნიუ-იორკიდან საქართველოში და პირიქით.
ლიდერი მიმართულება კვლავ ამერიკაა, რაც განპირობებულია როგორც ონლაინ მაღაზიების მრავალფეროვნებით, ისე ფასებისა და პროდუქციის არჩევანის კონკურენტული უპირატესობებით.
განიხილავთ თუ არა ახალი მიმართულებების დამატებას მიმდინარე წელს?
წელს ჩვენი ფოკუსი ზრდაა და ვცდილობთ ახალი სერვისების გაჩენით, მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული ინიციატივებით უკეთესი გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენი ახალი ბრენდ სტრატეგიაც ამაზეა დაფუძნებული: „შეიქმენი უკეთესი გამოცდილება!“
გეგმავთ თუ არა ინდივიდუალური ლოქერების სერვისის დანერგვას?
მომხმარებლის კომფორტი და მოქნილობა Boxette-სთვის პრიორიტეტულია, ამიტომ მსგავსი გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება განხილული ტექნიკური და ლოჯისტიკური მზაობის შესაბამისად. ეს შეიძლება კონკრეტულად ლოქერი არ იყოს, მაგრამ იყოს სერვისი, რომელიც მორგებული იქნება მომხმარებელთა აქტუალურ საჭიროებებზე.
რა მიგაჩნიათ დღეს Boxette-ს კონკურენტულ უპირატესობად?
Boxette-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა — თითოეული ამანათი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამას ემატება გამჭვირვალე ტარიფები, სისწრაფე, ოპერატიული კომუნიკაცია, სანდო ლოჯისტიკური პარტნიორები და მუდმივი ფოკუსი მომსახურების ხარისხზე. ჩვენ ვთვლით, რომ იგივე საქმეს სხვებზე უკეთესად ვაკეთებთ და უკეთესი გამოცდილება ვუქმნით მომხმარებლებს.
როგორია Boxette-ს სერვისებში ინოვაციების დანერგვის გეგმები – აპირებთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დამატებას?
ინოვაციები Boxette-ს განვითარების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც გაამარტივებს მომხმარებლის გზას — შეკვეთიდან ამანათის მიღებამდე. ეს მოიცავს ციფრული პლატფორმების განვითარებას, პროცესების ავტომატიზაციას და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რათა მომსახურება გახდეს უფრო სწრაფი, პროგნოზირებადი და კომფორტული.
ამ ეტაპზე გვაქვს აპლიკაცია, რომლის მუშაობაც ახლახანს დავასრულეთ და დიდი ნაწილი მომხმარებლის უკვე აქტიურად იყენებს. ამავდროულად დავნერგეთ მრავალი შიდა ავტომატიზირებული სისტემა. ინოვაციებისა და ახალი ინიციატივების გარეშე, ვფიქრობთ, რომ ვერც ერთი კომპანია ვერ შეძლებს პასუხის გაწევას მომხმარებლების მოთხოვნებსა და თანამედროვე ბაზრის გამოწვევებს.