მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

news image

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს ისეთ სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც მათ კომფორტსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული. განსაკუთრებით კი, ახალ თაობაზე.

მოსწავლის ბარათი არ არის მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტი. მისი ფუნქციონალები ახალ თაობას შესაძლებლობას აძლევს ისწავლონ საკუთარი ბიუჯეტის გონივრული მართვა-სწორად დაგეგმვა და დაზოგვა. მშობლის მოწვევით, 6-17 წლამდე მოსწავლეებს, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მობაილბანკით და დამოუკიდებლად განახორციელონ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები:

• თანხის სხვასთან გადარიცხვა (იმ შემთხვევაში თუ მშობელი ბარათის აღების პროცესში ან შემდგომ თანხმობას განაცხადებს ფუნქციის ჩართვაზე)

• მობილური ბალანსის შევსება

• მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება 

• ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)

გარდა ამისა, თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელებისთვის ხარჯვას სარგებელიც ახლავს. მოსწავლეები მუდმივად სარგებლობენ მათზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით და პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხის ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად, ქეშბექის სახით იბრუნებენ. მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით დატვირთულია მიმდინარე პერიოდიც და მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებში დაზოგონ მეტი.

Gegelato, Smash Georgia, Cinnamon, Dunkin, ექსტრამითის პავილიონი, Creperie - Le Biscuit, Moubary.com , Palitra L, Antaris, დიოგენე, სულაკაურის გამომცემლობა, Kubiki.ge Puzz.ge, Miniso , Latt Liv, Magnolia Film Lab- ტრადიციულად მრავალფეროვანია პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი და კატეგორიებიც.

ყველა შეთავაზების სანახავად გადადით ბმულზე.

მოსწავლის ბარათის აღება უფასოა და მშობლებს პირდაპირ მობაილბანკიდან, სულ რაღაც 2 წუთში შეუძლიათ- ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის კარგვის გარეშე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო

06.04.2026.18:21

მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის - ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.

ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე - 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.

ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.

ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.

გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა – თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.

ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა