თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - საინვესტიციო სიახლეები - დაემატა
ახლა უკვე შეგიძლია გაეცნო, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ წამყვან საინვესტიციო ბანკებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებს.
საინვესტიციო სიახლეების ფუნქციონალით ერთ სივრცეში აღმოაჩენ: წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინებს, Wall Street-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, სამიზნე ფასებსა და ბაზრის მთავარ სიახლეებს. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში - რომელი აქციები იყიდო ან გაყიდო და რატომ.
თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ინვესტირება 1$-დან შეგიძლია; აშშ-ის საფონდო ბირჟაზე 6500+ აქციისა და ფონდის შეძენას კი საკომისიოს გარეშე შეძლებ.
დაიწყე ინვესტირება მარტივად თიბისის მობაილბანკში და თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას ინვესტიციების პლატფორმაზე – https://tbconline.ge/MB/INV
გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.