თიბისის მობაილბანკი - აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ბევრს მოგზაურობ თუ ცოტას, მნიშვნელობა არ აქვს. შენთვის, მოგზაურობა მარტივი, თავისუფალი და სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს, რომელშიც ყოველდღიური მცირე დეტალები ხელს არ შეგიშლის. თიბისის მობაილბანკი საბანკო სერვისებზე სრულ წვდომას შენი მობილურიდან გაძლევს და ნებისმიერ ოპერაციას სულ რამდენიმე წამში ასრულებ - მარტივად.
როგორ გავიმარტივოთ მოგზაურობა მობაილბანკით?
30-ზე მეტი ვალუტის გაცვლა - თიბისის მობილური აპლიკაციით 30-ზე მეტი ვალუტის გაცვლა პირდაპირ ტელეფონიდან, რეალურ დროში განახლებული კურსით შეგიძლია.
სრული, გამარტივებული კონტროლი ბარათებზე - თიბისის მობაილბანკით ბარათის დაბლოკვა ან განბლოკვა ერთ შეხებით შეგიძლია. რადგან საზღვარგარეთ შენს მობილურ ნომერზე წვდომა ხშირად არ გაქვს, აპლიკაცია შესაძლებლობას გაძლევს, რომ მოწყობილობა სანდო გახადო და მობაილბანკში ყოველ ჯერზე SMS კოდის შეყვანის გარეშე Face ან Finger ID-ით შეხვიდე.
მომენტალური გადახდები და დაზღვევა - სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ ყველა გასვლის აუცილებელი პირობაა, თიბისის მობაილბანკით მისი გააქტიურება უშუალოდ აპლიკაციიდან რამდენიმე წამში შეგიძლია. კომფორტული გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ ბარათს ციფრულ საფულეში დაამატებ და სწრაფად, უსაფრთხოდ და ნაღდი ფულის გარეშე გადაიხდი.
სპეციალური შეთავაზებები კონცეპტის მომხმარებლებს - თუ მოგზაურობამდე თიბისი კონცეპტის მომხმარებელი გახდები, აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომას მიიღებ, რომლითაც ფრენის ლოდინი კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი იქნება.
გადმოწერე თიბისის მობაილბანკი გამარტივებული მოგზაურობისთვის და მიიღე წვდომა ყველა საბანკო სერვისზე შენი მობილურიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
11.12.2025.18:00
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.