მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

news image

თიბისის მხარდაჭერით 31 მაისსა და 1 ივნისს ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.  

WORK-SHOP ფესტივალი  ქმნის სივრცეს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც იზიდავთ განსხვავებული გამოცდილებები და სურთ გააკეთონ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გამოუცდიათ.  

ორი დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, დაესწროს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფს და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით მოსინჯოს.  

ფესტივალზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია, ადგილზე მრავალი თავგადასავალი დახვდებათ.  

ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს, რომლებსაც სჯერათ, რომ ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ახალი დასაწყისი ყოველთვის შესაძლებელია.  

Alice Q, რომელიც ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია, 19 წელია ივენთების ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და საინტერესო გამოცდილებას იღებენ.  

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისას, რაც ბრენდის ახალ გზავნილსაც ეხმიანება: „მთავარი გჯეროდეს“. ვორქშოფ ფესტი კი სწორედ ასეთი ადგილია და სტუმრებს 31 მაისსა და 1 ივნისს, კონსტიტუციის N6/52-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე, მოუთმენლად ელოდება.  

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილზე თიბისის შეთავაზებაც დახვდებათ. თიბისის ახალი ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-, ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება ადგილზე შეძენილ ბილეთებზე და კვების ობიექტებში

ვორქშოპების ჩამონათვალისა და ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის დაზღვევა მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ - Magnus Insurance Brokers

30.05.2025.10:00

ქართული სადაზღვევო კომპანია Magnus Insurance Brokers-ის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Goergia-ს ესაუბრა

 

ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის დაზღვევა მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. ვგეგმავთ მუშაობის დაწყებას მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაზღვევა შეიძინოს სწრაფად და კომფორტულად

მაისში ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია Strada Motors-თან. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ ექსკლუზიური პირობები  მათ მიერ წარმოდგენილ საავტომობილო ბრენდებზე “, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.

 

მიმდინარე წელს კომპანიაში დაინერგა მწვანე ბარათის ელექტროუნული წესით გაცემის პროცესი 

„2025 წლიდან დაინერგა მწვანე ბარათის (საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედი სავალდებულო დაზღვევის) ელექტრონული გაცემის პროცესი. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც ქვეყნის გარეთ იმყოფება და სჭირდება აღნიშნული დაზღვევის სახეობა.

ჩვენ ვაერთიანებთ საქართველოს ბაზრის წამყვან სადაზღვევო კომპანიებს ერთ სივრცეში, რაც მომხმარებლებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას “, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.

 

ცნობისთვის, კომპანიის გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისაგან, რომლებმაც წლების განმავლობაში დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში. გუნდი არის ორიენტირებული მომხმარებლის კმაყოფილებაზე და გრძელვადიან ურთიერთობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა