მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.6
-0.004
flag
AZN 1.5892
-0.0006
flag
CNY 38.208
0.0009
flag
EUR 3.14
0.0152
flag
GBP 3.572
0.0023
flag
KZT 52.74
-0.0007
flag
TRY 0.0636
0
flag
USD 2.702
-0.0009

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

news image

თიბისის მხარდაჭერით, 5-6 დეკემბერს თბილისში უძრავი ქონების გამოფენა და კონფერენცია ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიასა” და “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” (GNARE)  ორგანიზებით გაიმართება. 

გამოფენის მიზანია, შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს; 

უძრავი ქონების გამოფენა მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც დარგში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. გამოფენის ფარგლებში, 5 დეკემბერს, დაგეგმილია თიბისი კაპიტალის კვლევის წარდგენაც, რომელიც უძრავი ქონების ადგილობრივ ტენდენციებსა და მომდევნო წლის პროგნოზებს მიმოიხილავს.

ღონისძიება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

გამოფენაში მონაწილეობს 50-მდე დეველოპერული კომპანია; ასევე, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დამსწრეებს სხვადასხვა შეთავაზებას ადგილზევე გააცნობენ. 

ღონისძიება საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ცალკეული დაინტერესებული პირებისთვისაც - სტუმრები შეძლებენ, დაათვალიერონ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა შეთავაზება და მიიღონ განსაკუთრებული პირობები.

წელს გამოფენის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციაც, რომელზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით : https://forms.gle/8xRzFsNrqTo2rANU8  

ღონისძიების დღის წესრიგის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს:  https://www.rew.ge/agenda/

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

02.12.2025.14:11

თიბისის მხარდაჭერით, 5-6 დეკემბერს თბილისში უძრავი ქონების გამოფენა და კონფერენცია ჩატარდება. ყოველწლიური ღონისძიება საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიასა” და “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” (GNARE)  ორგანიზებით გაიმართება. 

გამოფენის მიზანია, შექმნას უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს; 

უძრავი ქონების გამოფენა მოიცავს პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებზეც დარგში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. გამოფენის ფარგლებში, 5 დეკემბერს, დაგეგმილია თიბისი კაპიტალის კვლევის წარდგენაც, რომელიც უძრავი ქონების ადგილობრივ ტენდენციებსა და მომდევნო წლის პროგნოზებს მიმოიხილავს.

ღონისძიება ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც გულისხმობს  საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

გამოფენაში მონაწილეობს 50-მდე დეველოპერული კომპანია; ასევე, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დამსწრეებს სხვადასხვა შეთავაზებას ადგილზევე გააცნობენ. 

ღონისძიება საინტერესოა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ცალკეული დაინტერესებული პირებისთვისაც - სტუმრები შეძლებენ, დაათვალიერონ ბაზარზე არსებული თითქმის ყველა შეთავაზება და მიიღონ განსაკუთრებული პირობები.

წელს გამოფენის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციაც, რომელზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით : https://forms.gle/8xRzFsNrqTo2rANU8  

ღონისძიების დღის წესრიგის გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს:  https://www.rew.ge/agenda/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა