თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგია”, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი - თიბისი.
შოურუმი საქართველოში ოფიციალურად გახსნა Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Stephan Winkelmann -მა “თეგეტა ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან ერთად. საერთაშორისო ბრენდის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.
საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია: 2019-2024 წლებში პრემიუმ ბრენდების მანქანების რაოდენობა ბაზარზე წლიურად საშუალოდ 44%-ით იზრდებოდა. ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანით კი თიბისი და „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზრის მოთხოვნას პასუხობენ.
“საამაყოა, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - „თეგეტა ჯგუფმა” - დაიმსახურა Lamborghini ნდობა. ვფიქრობ, Lamborghini შემოსვლა საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ეტაპია: ეს ნიშნავს ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას და სერვისების გაუმჯობესებას. ამავე დროს მსგავსი კლასის ბრენდის შემოსვლა ქვეყანას უფრო ფართო მასშტაბით საერთაშორისო პოზიციონირების საშუალებას აძლევს. „თეგეტა ჰოლდინგის“ დაარსების დღიდან თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე თითქმის 30 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. „ლამბორგინის“ შოურუმის გახსნაც ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“დიდი პატივია ჩვენთვის, რომ Automobili Lamborghini-მა მოგვანდო ამ ლეგენდარული ბრენდის წარმოჩენა ჩვენს რეგიონში. მადლობა Lamborghini-ს წარმომადგენლობას, რომელიც ჩვენს ღონისძიებას დაესწრო - ეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის სიძლიერეს და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: სიზუსტე, პროგრესი და სრულყოფისკენ დაუღალავი სწრაფვა. „თეგეტა ჰოლდინგში“ ყოველთვის გვჯეროდა ახალი სტანდარტების დაწესების: ქართული საავტომობილო ინდუსტრიის საწყისი ეტაპებიდან დღემდე - იქამდე, რომ შევძელით Lamborghini-ის მსგავსი ლეგენდარული ბრენდი შემოგვეტანა - ჩვენი გზის მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის იყო სითამამე ოცნებებში და პასუხისმგებლობა რეალობაში“,- პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
Lamborghini-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში N129 მდებარეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.