მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

news image

სოციალური კაფე „მზიური“, თიბისის მხარდაჭერით, ღია კინოჩვენებების მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის.   

მზიურის ღია სივრცეში სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებები 2016 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური საავტორო ფილმების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

კინოჩვენებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ მეტი გაიგოს.

ღია კინოჩვენებები კაფე „მზიურის“ ეზოში მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე მოეწყობა.

თვეში ერთხელ,  კაფე „მზიური“ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს, თავად წარადგინონ ფილმი და სადისკუსიო თემა.

პროექტის კურატორია კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ნინო ჩიმაკაძე. 

დასწრება თავისუფალია.

სივრცე სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიან და თანმიმდევრულ ხელშეწყობასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის

30.01.2026.18:21

აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.

ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.

,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა