თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
სოციალური კაფე „მზიური“, თიბისის მხარდაჭერით, ღია კინოჩვენებების მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის.
მზიურის ღია სივრცეში სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებები 2016 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური საავტორო ფილმების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
კინოჩვენებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ მეტი გაიგოს.
ღია კინოჩვენებები კაფე „მზიურის“ ეზოში მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე მოეწყობა.
თვეში ერთხელ, კაფე „მზიური“ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს, თავად წარადგინონ ფილმი და სადისკუსიო თემა.
პროექტის კურატორია კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ნინო ჩიმაკაძე.
დასწრება თავისუფალია.
სივრცე სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.
თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიან და თანმიმდევრულ ხელშეწყობასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19.05.2025.20:19
ლიბერთიმ ,,Signify Pad”-ის მეშვეობით, ფილიალებში ინოვაციური მომსახურება დანერგა და ხელმოწერების გაციფრულების პროცესი ლიბერთის ფილიალებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. პირველად საქართველოში, ციფრული პლატფორმა Signify- სთან ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული ხელმოწერებისთვის, სპეციალურად ლიბერთისთვის შეიქმნა ,,Signify Pad”.
,,მოხარული ვართ, რომ ლიბერთისთან ერთად, საქართველოს საბანკო სექტორში, პირველად ვახორციელებთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ბანკის ფილიალებში, სპეციალურად შექმნილი “Signify Pad’-ის მეშვეობით ხელმოწერების გაციფრულებას ითვალისწინებს.
“Signify’-ს მიზანია, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, კომფორტული და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ლიბერთი ყველაზე დიდი ფილიალების ქსელით გამოირჩევა და აღნიშნული ერთობლივი პროექტი, უახლოეს მომავალში აუცილებლად მასშტაბური გახდება და რაც მთავარია, უფრო მეტ მომხმარებელს გაუმარტივდება ბანკთან ურთიერთობის პროცესი “ - ზვიად წოწკოლაური, Signify-ს აღმასრულებელი დირექტორი
,,ლიბერთის გაციფრულების სტრატეგიის ფარგლებში, მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს. რამდენიმე თვეა, რაც ბანკის ფილიალებში, Signify-სთან ერთად, ხელმოწერების გაციფრულების პროცესი დავიწყეთ. აღნიშნული ინოვატორული ფორმატი გამოირჩევა სისწრაფით და საშუალებას იძლევა, ყველა დამოწმებული ტრანზაქცია, დიდი ვადით და რაც მთავარია უსაფრთხოდ დაარქივდეს და იყოს მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი. მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა ჩვენი სტრატეგიის ამოსავალი წერტილია. ” - ვატო ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.
Signify დოკუმენტების ციფრული პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. იგი, განურჩევლად ინდუსტრიისა და ზომისა, კომპანიებს სთავაზობს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებას. დღეს Signify-ს მეშვეობით საქართველოში 500 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ხელი ელექტრონულად მოწერილი.
Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი და ფრონტ ოფისებში მომსახურების დოკუმენტებს აციფრულებს.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.