მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

თიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა

news image

თიბისისა დასაქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციისპარტნიორობით, ბათუმში საერთაშორისო მასშტაბის სემინარი ჩატარდა, რომელიც ლურჯი მოცვის წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ პროცესების სრულყოფილ მართვას ეხებოდა

ღონისძიებაზე ასოციაციის წევრ კომპანიებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება გაუზიარეს მოწვეულმა სპიკერებმა ჩილედან, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში მოცვის წარმოებასა და მოსავლის აღების შემდგომ მენეჯმენტში:

- საერთაშორისო აგრონომი, სებასტიან ოჩოა, რომელიც ექსპორტიორებს 22 ქვეყანაში უწევს კონსულტაციებს;

- დოქტორი ლუის ლუხსინგერი, Cold chain მართვისა და ხილის შენახვის გლობალური ექსპერტი

სემინარზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ნიადაგის მომზადება, მორწყვა და მოსავლის აღების ოპტიმიზაცია; Cold chain ტექნოლოგიები და ტრანსპორტირების სტანდარტები; ხარისხის გაუმჯობესება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიები

მოცვის კულტურა საქართველოსთვის შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად მზარდი აგრარული მიმართულებაა: კენკროვანის ექსპორტმა 2024 წელს დაახლოებით 5 000 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 44%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; ქვეყანაში მოცვის ბაღები უკვე 3 ათას ჰექტარზეა გაშენებული, მწარმოებლები კი ბაზრების დივერსიფიკაციასა და მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობენ

თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორისთვის, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი სტარტეგიული მიმართულებაა; სწორედ ამიტომ ბანკი მუდმივად ხელს უწყობს სექტორში ახალი ცოდნისა და მაღალი სტანდარტების დანერგვას. თიბისი აქტიურ ნაბიჯებს დგამს მოცვის, როგორც შედარებით ახალი კულტურის, განვითარებისთვის საქართველოში და ამ დროისთვის მხოლოდ კორპორატიულ სექტორში 300 ჰა-მდე ბაღები აქვს დაფინანსებული. საერთაშორისო სემინარებისა და მსგავსი პლატფორმების მხარდაჭერით კი თიბისი ცდილობს, ხელი შეუწყოს დარგის ახალ საფეხურზე გადასვლას, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკის ზრდას, რეგიონების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში

06.06.2025.18:01

SOLO Education-ისა და Anglo-Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად SOLOმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, დიდ ბრიტანეთში, Paris Saint-Germain-ის აკადემიისსაზაფხულო ბანაკზე ისარგებლონ 15%-იანი ფასდაკლებით.

 

საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, 8-17 წლამდე მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ დაივარჯიშონ Paris Saint-Germain-ის აკადემიაში, მოინახულონ ინგლისის ცნობილი სტადიონები - ადგილები, სადაც ფეხბურთის ისტორია იწერება. 

 

Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკი 20 ივლისიდან – 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით Anglo-Georgia-ს, ნომერზე: 579 20 10 00 განაცხადების მიღება 9 ივნისამდე მიმდინარეობს, ადგილები შეზღუდულია.

 

ამასთან, ივნისს დაესწარით SOLO Education-ის შეხვედრას და გაიგეთ მეტი PSG Academy UK-ის შესახებ

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა