თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.
ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებს მოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.
„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
“ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება - შევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში", - რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.05.2025.20:23
ბუნების დაბადება, გაზაფხულის ფერები, ამინდისა და განწყობის ცვლილება - ამ კომპონენტების გაერთიანება, აღბეჭდვა და მნახველამდე მიტანა იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ საიმიჯო ფოტოგადაღების მიზანი, რომელმაც ბრენდის ავტომობილები ბუნებაში, განსხვავებულ და კინემატოგრაფიულ გარემოში ასახა.
ფოტოები „მაზდა ცენტრი თეგეტასა“ და ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შეიქმნა. გადაღება ქალაქგარეთ დაიგეგმა, სადაც პეიზაჟი „მაზდას“ იაპონურ კულტურას ჰარმონიულად შეერწყა. ფოტოებზე ასახულია ავტომობილები - CX60 და Mazda 3 ჰეჩბეკი, რომელთა განსხვავებული სტილი და ფერი ეფექტურად პასუხობს ჩანაფიქრს. ნამუშევრები ფირითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის ფოტოებს.
საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „თავისუფლების შეგრძნება გაზაფხულის მშვიდ დღეს - ალბათ ესაა განწყობა, რომელსაც ნამუშევრები აჩენს. აქ ავტომობილი მეტია, ვიდრე უბრალოდ სატრანსპორტო საშუალება. ის ლანდშაფტის, შეგრძნებების ნაწილად იქცა. ჩვენი მიზანი იყო, დამთვალიერებელს ეგრძნო ჰარმონიული კავშირი ავტომობილებსა და ბუნებას შორის; მიზნის მიღწევაში რამდენიმე კომპონენტი დაგვეხმარა: გაზაფხულის ფერები, მზე, ცივი და თბილი ტონების მონაცვლეობა, ნისლი, ტყე, ყვავილებიანი მინდორი...
მარიამ სიჭინავას ნამუშევრები გამორჩეულია სწორედ ბუნებისა და ადამიანის არაჩვეულებრივი სინთეზით. გვსურდა, რომ ამ ჰარმონიულ კავშირში ავტომობილებიც ჩაგვერთო. ვფიქრობ, შთამბეჭდავი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ფოტოების ეფექტს განსაკუთრებით აძლიერებს ფირი, რომელიც იდეალურად გადმოსცემს სეზონის ესთეტიკას და საშუალებას გაძლევს, რეალობა ზედმეტი ჩარევების გარეშე აღბეჭდო“.
ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ გაზაფხული მისთვის ახალი ჰაერის, რბილი ნათების, პასტელური ფერების, ნისლისა და მზის ერთობლიობაა. სწორედ ამ კომპონენტების ასახვა სურდა ფოტოსესიაში. გადაღებისთვის მოდელი თაკო კოსტავა შეირჩა. არჩევანი იდეის ავტორებმა მისი განსაკუთრებული, სახასიათო ვიზუალის გამო გააკეთეს.
მარიამ სიჭინავა, ფოტოხელოვანი: „მაზდა ცენტრი თეგეტასთან“ თანამშრომლობა განსხვავებული გამოცდილება იყო ჩემთვის. გუნდისგან სრული ნდობა, თავისუფლება და მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. გაზაფხულის ფოტოსესიის დროს ჩვენი ამოცანა იყო, ავტომობილი წარმოგვეჩინა არა მხოლოდ ტრანსპორტირების საშუალებად, არამედ როგორც პერსონაჟი, რომელიც მოგზაურობს კინემატოგრაფიულ სამყაროში. ამ მიზნით „მაზდას“ თანამედროვე დიზაინის ავტომობილები გადავიღეთ მისტიკურ გარემოში, ნისლში, ცივი და თბილი ფერების ცვალებადობით. გადაღების დღეს რამდენჯერმე იწვიმა. დღის გარკვეულ მონაკვეთში მზე იყო, შემდეგ - ნისლი. რეალურად ამინდის რადიკალურმა ცვლილებამ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო - გვქონოდა რამდენიმე განწყობა. შედეგი დამთვალიერებელმა უნდა შეაფასოს, თუმცა ჩემთვის ამ ფოტოებს სიმშვიდისა და იდუმალების შერწყმული განწყობა მოაქვს. თითოეული ფოტო თითქოს კინოკადრია“.
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ბრენდის საიმიჯო ფოტოგადაღებას ყველა სეზონზე გეგმავს. მალე იაპონური ბრენდისა და მარიამ სიჭინავას თანამშრომლობით შექმნილ ახალ ნამუშევრებს ვიხილავთ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.