მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

news image

13 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი წარმოადგენს სამწლიანი პროექტის საბოლოო ეტაპს, რომელიც ასევე მოიცავდა არქიტექტორისადმი მიძღვნილ გამოფენებს თბილისში და ქუთაისში, 2022–2023 წლებში.

პრეზენტაციაზე  წიგნის შესახებ ისაუბრეს: დიმიტრი ერისთავმა, ლევან კალანდარიშვილმა და მანანა არაბულმა. 

ლადო ალექსი-მესხიშვილი ის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, ვისმა შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის ეკუთვნის ერთ-ერთ პირველ თაობას, რომელმაც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო. მისი სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში, არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა – სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას და ხშირად პირდაპირ უბიძგებდა დეკორატიულობისკენ და შემდეგ, სსრკ-ის დადგენილება „დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ“ (1955 წ.), რომელმაც ფართო ასპარეზი მისცა ინდუსტრიული მეთოდით სწრაფ და ეკონომიურ მშენებლობას, ხოლო გამომსახველობის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითიც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა. 

წიგნის სამუშაო ჯგუფი:

რედაქტორი: დიმიტრი ერისთავი 

ტექსტი: ლევან კალანდარიშვილი, დიმიტრი ერისთავი, ქეთევან ჯანანაშვილი

ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი: მანანა არაბული

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ წიქარიძე

დაიბეჭდა IMAK PRESS, ISTANBUL / 2024

წიგნი გამოიცა თიბისის მხარდაჭერით. 2022 წლის საგამოფენო პროექტის ლადო ალექსი-მესხიშვილი – არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე ფარგლებში. კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია, ნინი ფალავანდიშვილთან თანამშრომლობით. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე,

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N7. თბილისი, საქართველო.

წიგნის გამოცემის პარტნიორია : კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Skillwill-მა საკუთარი კოლეჯის მომავალ სტუდენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა

15.09.2025.16:50

Skillwill-მა საკუთარი კოლეჯის მომავალ სტუდენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღია კარის დღეზე მომავალ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო და ახალი გამოცდილება შესთავაზეს. 

„საღამო დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით — სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად გასცნობოდნენ ჩვენს პროფესიულ პროგრამებს, პირადად შეხვედროდნენ მასწავლებლებს, დაეთვალიერებინათ უახლესი სივრცე და ჩართულიყვნენ ნეთვორქინგში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის დღეზე მომავალ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო და ახალი გამოცდილება შევთავაზეთ.

მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრების განწყობასა და ენერგიაზე ზრუნავდა ჩვენი მეგობარი კომპანია Red Bull“, - აღნიშნულია Skillwill-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა