თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტმა“ ბიზნესი გააფართოვა
თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას უპასუხა და ახალი მანქანა-დანადგარები შეიძინა, რომლებიც კერამიკული ფილების დამუშავებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ინვესტიცია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტს“ წარმოების გაზრდისა და ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“ უკვე მრავალი წელია ოპერირირებს არამხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ბაზარზე. კომპანია იტალიური პრემიუმ ბრენდის Laminam-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც თავის მხრივ აწარმოებს დიდი ფორმატის კერამიკულ ზედაპირებს. კომპანია უზრუნველყოფს შენობის როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მოპირკეთებას, კერძოდ, ინტერიერში სამზარეულოს ზედაპირების, ნიჟარების დაფების, ბუხრის და სხვა ზედაპირების მოწყობას.
თიბისის, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერს, სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაზრის ძირითადი წილი - 40%-მდე - უკავია. ბანკი აქტიურად აგრძელებს სექტორის მხარდაჭერასა და გაძლიერებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje