მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7085.9
-0.0017
flag
AZN 1.5889
-0.0003
flag
CNY 38.211
0.0003
flag
EUR 3.1354
-0.0046
flag
GBP 3.5644
-0.0076
flag
KZT 53.15
0.0041
flag
TRY 0.0637
0.0001
flag
USD 2.7015
-0.0005

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

news image

19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ეროვნულ AI ჰაკათონს უმასპინძლებს. 

ეროვნული AI ჰაკათონი GAIA-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის მთავარ AI ჰაკათონად ჩამოყალიბდება. 

ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორიგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ. 

გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი - შოთა იორამაშვილიც იქნება. 

გამარჯვებულები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, GAIA-ს დახმარებით, ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ. 

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივლისი. 

თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ასეთ პროექტებს, რადგან ჩვენ მუდამ იქ ვართ, სადაც ტექის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრია. თიბისის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ახალ ტექ ტალანტებს და იზრუნოს მათ განვითარებაზე.  

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისსა და ვენეციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

03.12.2025.10:43

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატა. ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაშიორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით ასრულებს. ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340 მგზავრმა ისარგებლა. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით, რომისა და მილანის შემდეგ, იტალიის უკვე მესამე ქალაქში არის მოხვედრა შესაძლებელი.

ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი დევიძე მიესალმნენ. პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა