თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
19-20 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ინიციატივითა და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ეროვნულ AI ჰაკათონს უმასპინძლებს.
ეროვნული AI ჰაკათონი GAIA-ს ახალი ინიციატივაა, რომელიც ქვეყნის მთავარ AI ჰაკათონად ჩამოყალიბდება.
ჰაკათონი გუნდურად ჩატარდება და მონაწილეები საქართველოს კონტექსტში და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორიგებული ხარისხიანი AI პროდუქტების შექმნაზე იმუშავებენ.
გამარჯვებულ გუნდებს ჰაკათონის ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი - შოთა იორამაშვილიც იქნება.
გამარჯვებულები პროდუქტის განვითარებისთვის ფულად პრიზებს მიიღებენ. ასევე, გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, GAIA-ს დახმარებით, ბიზნესებს სამომავლო თანამშრომლობისთვის შექმნილი პროდუქტები გააცნონ.
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა კომპიუტერული მეცნიერებების/ინფორმატიკის, მონაცემთა მეცნიერების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივლისი.
თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ასეთ პროექტებს, რადგან ჩვენ მუდამ იქ ვართ, სადაც ტექის მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრია. თიბისის მიზანია, აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს ახალ ტექ ტალანტებს და იზრუნოს მათ განვითარებაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.20:37
საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით, - განუცხადა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ზურა ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან.
„საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად, ქვეყნის გამოწვევა.
აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მხარე, ზოგადად, ქვეყნის განვითარება და კურსი“, - აღნიშნა მან.