თიბისის მხარდაჭერით, "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" - ICCA წევრი კომპანიების შეხვედრა ჩატარდა
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ", თიბისის მხარდაჭერით, ახალი წევრი კომპანიების ტრადიციულ პრეზენტაციას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიები წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ: „ელსაიდი", „ჰიდროდიაგნოსტიკა", „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა", „ვორტექსი", „სელფორდი", „აპარტ ქონსთრაქშენი", „სპეცკომფორტი".
„ღონისძიება, რომელსაც ასოციაცია, უკვე არაერთი წელია ტრადიციულად მართავს, საშუალებას გვაძლევს დავინახოთ სექტორის, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება და, მეორე მხრივ, აძლიერებს ჩვენს ხმას - ინდუსტრიის ხმას, როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სექტორისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინდუსტრიამ თანამედროვე მიდგომები გაითავისოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღონისძიების თემად შეგვერჩია მდგრადი მშენებლობა, რადგან ვთვლი, რომ აღნიშნული საკითხი არის სექტორის განვითარების აქტუალური ნაწილი. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ამ დღის ფარგლებში გამგეობის ახალ წევრს ავირჩევთ", - ანა საბახტარიშვილი - ICCA ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ ტრადიციულად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" ღონისძიების მხარდამჭერები ვართ. ინფრასტრუქტურის სექტორი თიბისისთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო ადგილებს აჩენს, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვს და განვითარების პოტენციალს ქმნის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვინაიდან, ბოლო წლებში, საქართველო ყალიბდება როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში სწორედ თანამედროვე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესებს საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური პროდუქცია შექმნან ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", - გიორგი დარჩიაშვილი - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე მენტორინგის პროგრამის დახურვის ღონისძიება შედგა. მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც მენტორები, აქტიურად ეხმარებოდნენ რეგიონებში არსებულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების გაცემითა თუ ტექნოლოგიური და სხვა ტიპის განვითარების მიმართულებით. მენტორებს წარმატებული საქმიანობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
13.03.2026.18:16
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.
განჯინას შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.
განჯინას სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.