მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

news image

თიბისის მხარდაჭერით 2025 წლის 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება.

პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე. პროექტის კურატორია მარიამ კაკაბაძე.

ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფ. ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ გაატარა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე - გარემოში, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაში.

მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს პოეტის პიროვნებისა და შემოქმედების ავთენტურ, ცენზურისგან თავისუფალ წარმოდგენას. ახალი კონცეფცია აქცენტს აკეთებს ასათიანის ოჯახის ისტორიაზე, საბჭოთა ეპოქის რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმზე, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.

განახლებული მუზეუმი ერთდროულად წარმოგვიდგენს, როგორც ლადო ასათიანის შემოქმედებით სამყაროს, ასევე იმ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობდა, დასავლურ-ქართული ყოფის, შინაური ატმოსფეროსა და ლეჩხუმური კულტურის ელემენტებით.

ახალი ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, წიგნებსა და პირად ნივთებს, რომელიც პოეტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

პროექტის მიზანია ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იქცეს არა მხოლოდ მემორიალურ ადგილად, არამედ ცოცხალ კულტურულ სივრცედ, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას.

თიბისი, როგორც კულტურის ერთგული მხარდამჭერი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს კულტურული ფასეულობების დაცვასა და მათ თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციას, რისი ნათელი გამოხატულებაც არის ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლების მხარდაჭერა. პროექტი აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას, ინარჩუნებს ისტორიულ მეხსიერებას და ახალ სიცოცხლეს სძენს ქვეყნის კულტურულ გარემოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21.10.2025.13:07

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ერეკლე ვაშაყმაძემ და „ქრონომეტრის“ გენერალურმა დირექტორმა დავით გულორდავამ მოაწერეს. 

პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ბიზნეს ცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს გააერთიანებს. 

„ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჯგუფში შემავალი სამშენებლო კომპანია „დაგი“. არაერთი უკვე განხორციელებული დეველოპერული პროექტის შემდეგ, დღეს, ახლებური ხედვით და ახალი ბრენდით - ქრონომეტრით შემოვდივართ დეველოპერულ ბაზარზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით „დაგის“ 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი კომერციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული. სწორედ ამ ცოდნით, გამოცდილებით და თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ვახორციელებთ ახალ ბიზნესკლასის მულტიფუნქციური პროექტს ლისზე. მომხმარებლებს ვთავაზობთ მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებს. ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება და საქართველოს ბანკი ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში აქტიურად გვიწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმიც ამის დასტურია. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა, დავით გულორდავამ.

„საქართველოს ბანკსა და „დაგი ჯგუფს“ შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა ნდობასა და საერთო ხედვაზეა დაფუძნებული. „ქრონომეტრთან“ დღეს გაფორმებული მემორანდუმი ამ პარტნიორობის ახალ ეტაპს წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა მარტივად და ხელსაყრელი პირობებით შეიძინონ საცხოვრებელი თანამედროვე, მულტიფუნქციურ კომპლექსში. საქართველოს ბანკი რჩება ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორად და აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა