მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია - სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

news image

სოციალური დიზაინი საუკეთესო გზაა სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნისთვის. 

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური დიზაინის დღეები“, დიზაინის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.

კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობა, გაზიარება და სოციალური დიზაინის საკითხების პოპულარიზაცია. რაც უფრო მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, უკეთეს გარემოსა და მეტ ღირებულებას შექმნის.

სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას.  საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარების და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ, დიზაინის ინსტიტუტის გუნდი ამ მიმართულებით მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს.

თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია  წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან. 

სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტი Polish Graphic Design და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში  პირველად ტარდება. კონფერენციას სისტემატური სახე ექნება მომავალში კვლევების, ღია განაცხადების და სხვა თემატური სერიების სახით.

დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.

პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Kona books, GWS, GD Alco, Red Bull, Mac Georgia;

პროექტის სტუმრები: Traffic Design Studio, Otwarte Studio, Centrala Studio და ბევრი სხვა.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

13.06.2025.13:03

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (FinSAC) ტექნიკურ მისიას უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ეროვნული ბანკის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და  ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობისა და რეზოლუციის საკითხები. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროკავშირის მიდგომებს. ასევე, განიხილეს საბანკო ჯგუფის დონეზე გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმების შემუშავების ძირითადი ასპექტები.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ფინანსური კრიზისების დროს ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებსა და მიზნებზე, მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ პროცესში გამოსაყენებელ ძირითად ინსტრუმენტებზე. ასევე, კრიზისულ ვითარებებში რეაგირებისას კომუნიკაციისთვის მზადყოფნის პრაქტიკულ მხარეებსა და ჩარჩოებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მსგავსი შეხვედრების მეშვეობით ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობის განმტკიცებას, კრიზისების პრევენციისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჩარჩოს სრულყოფას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა