თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში ზეთისხილის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი ქარხანა - სვანიძის ზეთისხილის საწარმო - გაიხსნა. ობიექტი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ველზე მდებარეობს და დღეში 150 ტონა ზეთისხილს გადაამუშავებს.
7-მილიონიან პროექტში თიბისის დაფინანსება 5 მილიონი ლარია. თანხა კომპანიამ ქარხნის მშენებლობისა და დანადგარების შესაძენად გამოიყენა.
2 400 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი თანამშრომელთა რიცხვი 150-მდე გაიზრდება. ქარხანა 100%-ით ნატურალურ ზეთისხილის ზეთსა და მარინადს აწარმოებს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია ექსპორტი. ახალი საწარმო ინოვაციური ტექნოლოგიებით არის აშენებული და აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების დანადგარებით, გერმანული და იტალიური საწარმოო სისტემებით.
თიბისი და „სვანიძე ჰოლდინგი“ 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. პარტნიორობის ფარგლებში 108 ჰექტარი ზეთისხილის ბაღებია გაშენებული, სამომავლოდ კი ფართობი 300 ჰექტარს გადააჭარბებს. თანამშრომლობა ასევე მოიცავს 900 ჰა-ზე გაშენებული ბაღების მოვლის დაფინანსებასა და მექანიზაციის შეძენის ხარჯებს.
„ზეთისხილის კულტურა საქართველოსთვის ახალი მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ სწორედ თიბისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დარგის პოტენციალი დაინახა და სექტორის განვითარებას დაუჭირა მხარი. ამ ნაბიჯით ადგილობრივ წარმოებას და ექსპორტსაც შევუწყეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, „სვანიძის ზეთისხილის“ ქარხანა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სფეროს განვითარებაში, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. აგრარული მიმართულების, განსაკუთრებით საექსპორტო პროდუქციის, მხარდაჭერა თიბისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი სოფლის მეურნეობის სექტორში 38%-ით, 330 მილიონი ლარით, გაიზარდა და 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
„ეს ქარხანა მხოლოდ ზეთისხილის ზეთის წარმოების სივრცე არ არის - ეს არის საქართველოს შესაძლებლობის დემონსტრაცია, რომ ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მხოლოდ შეშის ენერგიაზე, ბუნებრივი წარმოების გზით. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების ზეთისხილის მოსავალს ჩაიბარებს. ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ”, - გიორგი სვანიძე, „სვანიძის ზეთისხილის“დამფუძნებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
სხვა სიახლეები
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მენეჯერთა გადამზადების პროგრამას იწყებს
29.10.2025.14:09
სააგენტო "აწარმოე საქართველოში", გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას, რომლის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
აღნიშნული პროგრამა უნიკალურ შანსს აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტი გერმანულ კომპანიებთან და გამართონ ბიზნეს შეხვედრები.
პროგრამა მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე ვიზიტებს გერმანულ კომპანიებში და ინდივიდუალურ შეხვედრებს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.
პროგრამის ძირითადი მიზნები:
• გერმანიის ბიზნეს მენეჯმენტის პრაქტიკისა და გერმანული ბიზნეს კულტურის გაცნობა;
• გერმანიაში უახლესი მწვანე ტექნოლოგიების, წარმოების სისტემებისა და სერვისების გაცნობა;
• გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორობის ფორმირება გერმანულ კომპანიებთან;
• საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება;
• თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დადანგარების შესახებ ინფორმაციის მიღება;
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს:
• მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;
• ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან;
• წარმატებული გერმანული კომპანიების გამოცდილების გაცნობა;
• პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან პირდაპირი კონტაქტი.
პროგრამის ეტაპები:
• I ფაზა - მონაწილეებს საშუალება ექნებათ 8 კვირის განმავლობაში ონლაინ დაესწრონ სასწავლო კურსებს და სემინარებს;
• II ფაზა - ვირტუალური პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში. 6 თვის განმავლობაში კონტაქტი ექნებათ გერმანულ ტრენინგ ცენტრთან;
• III ფაზა - ვირტუალური პროგრამის დასრულებიდან 6-12 თვის ვადაში მონაწილეებს მიიწვევენ 3 კვირით გერმანიაში, სადაც ისინი ჩაერთვებიან სემინარებში, შეხვდებიან გერმანელ მენეჯერებს და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამასთან, საშუალება ექნებათ გამართონ ინდივიდუალური შეხვედრები და გააფორმონ ხელშეკრულებები გერმანელ ბიზნესპარტნიორებთან.
შერჩევის პროცესი:
• დაინტერესებული პირი ავსებს სააპლიკაციო დოკუმენტებს და აგზავნის სააგენტოში ელექტრონული ფორმით;
• მიღებული აპლიკაციები გადაირჩევა GIZ-ის და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გუნდის მიერ;
• შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
• შერჩეულ აპლიკანტებთან შესაძლოა ჩატარდეს გაცნობითი ონლაინ შეხვედრა;
• საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან და აცნობებენ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
პროგრამის საინფორმაციო ბროშურის და სააპლიკაციო დოკუმენტების სანახავად, დააჭირეთ ღილაკს:
გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო დოკუმენტები გამოგვიგზავნით, არაუგვიანეს 2025 წლის 14 ნოემბრისა. შევსებული საპლიკაციო დოკუმენტები და პასპორტის ასლი გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: applypwg@gmail.com (თემა:Partnering in Business with Germany - სახელი და გვარი).
GIZ-ის მიერ დაფარული ხარჯები გერმანიაში:
• გერმანული კომპანიების ჯგუფური ვიზიტები და სხვა აქტივობები;
• 19 ღამე სამვარსკვლავიან სასტუმროში;
• ტრანსფერი მატარებლიდან/ავტოსადგურიდან/აეროპორტამდე მთელი ჯგუფის ცენტრალიზებული ჩამოსვლის/გამგზავრების შემთხვევაში;
• მონაწილის მგზავრობის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ საქმიან შეხვედრებთან (ავტობუსით ან მატარებლით გერმანიის ფარგლებში)
• ჯანმრთელობის დაზღვევა გერმანიაში ყოფნის დროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს, ნომერზე: 1525.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: