თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის სვანეთში ფრირაიდ კვირეული იწყება
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის (FWQ) საკვალიფიკაციო ეტაპებს უმასპინძლებს. ღონისძიება კურორტ ჰაწვალზე 9-12 მარტს გაიმართება. წელს, 9-10 მარტს, საქართველოში პირველად ჩატარდება ჯუნიორების სერია, სადაც მონაწილეობას 18 წლამდე ახალი თაობის სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრი 3 კატეგორიაში გაიმართება:
თიბისისთვის ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ფრირაიდის კვირეული ქართველ ახალგაზრდა სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრში და იასპარეზონ საერთაშორისო დონეზე. ფრირაიდისა და ადრენალინის მოყვარულები ახალ, საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.