მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107
0.0033
flag
AZN 1.5812
-0.0006
flag
CNY 38.723
-0.0038
flag
EUR 3.1749
0.0048
flag
GBP 3.6846
0.011
flag
KZT 53.95
0.005
flag
TRY 0.0618
0
flag
USD 2.6883
-0.001

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

news image

მთავარია გჯეროდეს - შენი მიზნების და მისწრაფებების, თიბისის AI განათლების კურსებზე კი თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად სფეროს, ნულიდან პროფესიულ დონემდე შეისწავლი. 

თიბისის მხარდაჭერითა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, AI ლიგის პირველი ტური ჩატარდა. AI ლიგა ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის ნაწილია და მოსწავლეებს ადგილობრივი და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ამზადებს.

ლიგა კურსის პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ, ოლიმპიადის ფორმატში გამოცადონ საკუთარი ცოდნა და შეძენილი უნარები. ეს პროცესი მოსწავლეებს, არა მხოლოდ ოლიმპიადებისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ამოცანებზე მუშაობისთვისაც ამზადებს.

AI ლიგის პირველ ტურში მონაწილეობა 50-მდე მოსწავლემ მიიღო. ღონისძიებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) „საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ AI-ის საოლიმპიადო კურსი GAIA-ს ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება. 2025 წლის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ქვეყანა 2026 წლის ეროვნული და საერთაშორისო AI ოლიმპიადებისთვის ემზადება, რომელიც დუბაიში გაიმართება.

თიბისისთვის AI განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბრენდის მიზანია, საკუთარი ექსპერტიზისა და პარტნიორული პროექტების საშუალებით ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარების კულტურის განვითარებას, ახალი თაობის პროფესიონალების ჩამოყალიბებას და საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში რეგისტრირებული Alfa Romeo-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა მზარდია

05.02.2026.15:00

2025 წლის მესამე კვარტლის ბოლოსათვის ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო Alfa Romeo-ს მარკის 2 522 ერთეული ავტომობილი. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ წლიდან წლამდე Alfa Romeo-ს ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია, რადგანაც 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში  2 121 ერთეული Alfa Romeo-ს ავტომობილი იყო, ხოლო 2023 წლის ბოლოს 1 879 ერთეული Alfa Romeo-ს მარკის ავტომობილი.

რეგიონული გადანაწილების მიხედვით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი Alfa Romeo-ს ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული.

Alfa Romeo-ს ავტომობილების გადანაწილება ქვეყნის რეგიონების მიხედვით:

  • ქ. თბილისი: 1 665
  • იმერეთი: 179
  • კახეთი: 114
  • ქვემო ქართლი: 113
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 112
  • აჭარის არ: 105
  • შიდა ქართლი: 78
  • მცხეთა-მთიანეთი: 63
  • სამცხე-ჯავახეთი: 45
  • გურია: 43
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 5

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა