თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
თიბისი მუდმივად ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესის მქონე მომხმარებელთა საჭიროებებს და მათზე მორგებულ შეთავაზებებს მრავალფეროვან კატეგორიებში სთავაზობს.
ტრადიციულად, მრავალფეროვანია მიმდინარე შეთავაზებებიც:
• ონლაინ შოპინგი
26 ოქტომბრის ჩათვლით, Trendyol-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, ახალი თიბისი Mastercard ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით და ერთგული Mastercard საკრედიტო ბარათით გადახდისას, შერჩეულ პროდუქტებზე მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ (მაქსიმუმ 70 ლარი).
• კვება
31 ოქტომბრის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით McDonald’s -ის მობილურ აპლიკაციაში შეკვეთისას, გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 70 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
იმავე ბარათებზე, 16 მარტის ჩათვლით, 20%-იანი ულიმიტო ქეშბექით ისარგებლებთ Fit Meal-ზე შეკვეთისასაც.
• ტექნიკა
ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებს 28 ოქტომბრამდე განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ ბეკოშიც, სადაც Beko და Grunding ტელევიზორების შეძენის შემთხვევაში, 20%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.
• სახლი
17-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით- ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით Laboratory My Home-ში, Kare-ში, Naterial-ში, Myoffice-ში, Sleep & Bed - ში, ასევე ვებგვერდზე Icrhome.ge გადახდისას, 25% მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
ახალი თიბისი ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები ჯამში მაქსიმუმ 400 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები- ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით, 500 ლარს დაიბრუნებთ.
ახალი თიბისი ბარათით, ახალი კოცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათებით გადახდისას, განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებთ Nova-ს ფიზიკურ ობიექტებსა და ვებგვერდზეც, სადაც 18-19 ოქტომბერს, გადახდილი თანხის 20% მომენტალურად დაგიბრუნდებათ. ახალი თიბისის ბარათის მომხმარებლები ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები- ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით, 500 ლარს დაიბრუნებთ.
• გართობა
31 ოქტომბრის ჩათვლით, Cavea.plus-ის ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით გამოწერისას, 40%-ს დაიბრუნებთ.
თიბისის მიმდინარე შეთავაზებების პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
სხვა სიახლეები
16.10.2025.18:00
მიმდინარე წელს ღვინის კომპანია Naberauli • ნაბერაული 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ნაბერაულში“ განუცხადეს, 10 ტონამდე ყურძენს კომპანია საკუთარი ვენახებიდან ელოდება, ხოლო 5 ტონამდე ყურძენს კი ფერმერებიდან შეძენას.
„ნაბერაული“ ბაზარზე დღეისათვის 7-მდე სახეობის ღვინით არის წარმოდგენილი.
„ადგილობრივ ბაზარზე შევდივართ ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა (8000 მოსავალი, ალკორიუმი, ა.შ.) და ჰორეკას სექტორში. ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი აქტიური საექსპორტო ბაზრებია: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, უკრაინა, რუმინეთი.
„ნაბერაულის“ ღვინის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნებთან: ავსტრალია, ჰონგ-კონგი, ამერიკა, ბრიტანეთი, პოლონეთი.
მიზანი გვაქვს, რომ წარმოდგენილები ვიყოთ იაპონიის, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდების ბაზრებზე. ჩვენი მიზანია ასევე ევროპაში გაყიდვების გაორმაგება“, - აცხადებენ ღვინის კომპანია „ნაბერაულში“.
„ნაბერაულის“ ისტორია 2018 წელს იწყება, მისია კი რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის რეგიონად დამკვიდრებაა. კომპანიის ქარხანა და ლაბორატორია მდებარეობს რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში.
„ნაბერაულის“ ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკაური, უსახელოური, რაჭული მწვანე“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.