თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა - მობაილბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება უკვე ფილიალში ვიზიტის ან ვებ-ბანკში შესვლის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეუძლიათ.
საერთაშორისო გადარიცხვები ხელმისაწვდომია უცხოურ ვალუტაში და პროცესი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული- მას აღარ უწევს დამატებითი მონაცემების ხელით შეყვანა, რადგან სისტემა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ბანკის კოდს, სახელსა და ქვეყანას.
მომხმარებელს ასევე შეუძლია დანიშნულების მითითება როგორც შაბლონურად, ისე საკუთარი ტექსტით. საჭიროების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოთხოვნას.
მობაილაპში ხელმისაწვდომია გადარიცხვის ორი ტიპი:
• გარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვის არჩევისას მომხმარებელი წინასწარ იხდის საკომისიოს, რადგან მიმღებმა გარანტირებულად სრულად მიიღოს მის მიერ გადარიცხული თანხა და მას არ მოუწიოს საკომისიოს გადახდა.
• არაგარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვას არ ემატება საკომისიო, თუმცა ის რომ მიმღები სრულად მიიღებს გადარიცხულ თანხას გარანტირებული არ არის. გადარიცხვისას შესაძლებელია, ჩამოიჭრას შუამავალი ბანკის საკომისიო.
გადარიცხვის დეტალური ინსტრუქციისა და პირობების სანახავად გადადით შესაბამის ბმულზე.
საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას - მხოლოდ მობილური ტელეფონით.
მომხმარებლებისთვის სწრაფი, მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო გამოცდილების შესათავაზებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს და ამარტივებს ციფრულ სერვისებს.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
23.04.2026.12:33
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივის, შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა.
პლატფორმა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორში ღირსეული შრომის სტანდარტების გაძლიერებას და წევრ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, სისტემურად განავითარონ სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვის, დისკრიმინაციის პრევენციის, სამართლიანი ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის პრაქტიკა.
პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები და აქტივობები კომპანიებს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებაში და მათი საქმიანობის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. სელფი მობაილი მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ მიდგომებს სამუშაო ადგილზე ღირსების დაცვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარების მიმართულებით.
სელფი მობაილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია 2023 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს ბიზნეს სექტორის როლის ზრდაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
შეხვედრებზე კომპანიები განიხილავენ:
• სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები
• ღირსეული სამუშაო პრაქტიკაში: თანამშრომლების ტრენინგი, უნარების განვითარება და ხელოვნური ინტელექტი
• ბავშვთა უფლებები და ბიზნესის პრინციპები: პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხოება
• შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დეკლარაცია შრომით საქმიანობაში ძირითადი პრინციპებისა და უფლებების შესახებ: უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველასთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის სელფის შესახებ, ეწვიეთ http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს: