მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე

news image

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი ქეთი ქუთათელაძე.    

“ჩემი მიზნების და ოცნებების ასრულება პირდაპირ უკავშირდება განათლებას, რადგან ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებ, რეალურ ბიზნეს გარემოში უნდა გამოვიყენო. ამიტომ, მგონია, რომ განათლებას კრიტიკული როლი აქვს ჩემს კვალიფიკაციურ პერსონალად ჩამოყალიბებაში, წარმატების მიღწევაში, ჩემი და გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში და საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაში.”

ქეთის ამბავში განათლებას უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული და თან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქცია აქვს. თუმცა, ერთ-ერთი, მისი აზრით, ყველაზე გამორჩეული, განათლებით საკუთარი თავის აღმოჩენაა. ძიება იმ ინტერესების, რომლებიც პროფესიულ გზაზე თვალებს აგინთებს და ნებისმიერ მომენტში დაგაჯერებს - შენი შესაძლებლობები უსაზღვროა და ამ ამბავში შეუძლებელიც შესაძლებელია.  

ქეთის სჯერა, რომ განათლება არის ის, რაც დიდი გამარჯვებებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად სჭირდება. განათლებით შექმნის ამბავს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენით სწორედ ისე დაასრულებს, როგორც თავის ოცნებებში წარმოუდგენია. 

“არა მხოლოდ განათლების კუთხით, საკუთარი თავის რწმენა ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. შეიძლება გზის ბოლოს იყო მისული და საკუთარ თავში ეჭვის შეტანამ მოგაბრუნოს, როცა გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გაკლდა. ამიტომ უნდა გჯეროდეს, რომ შენს ცხოვრებას შენ აკონტროლებ და შეგიძლია, გადადგა თამამი ნაბიჯები, რომლებიც შენს ოცნებებს რეალობას აქცევს.”

სიცოცხლე უსასრულო აღმოჩენაა და ამ გზაზე თითოეული ადამიანი უნიკალურ ამბავს ქმნის. განათლება, განსაკუთრებით ახალი თაობის ცხოვრებაში, ამ ამბების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. განათლების ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „ფაჩუჩი“

18.11.2025.18:00

ხელნაკეთი თექის ფაჩუჩების მწარმოებელი კომპანია „ფაჩუჩი“, დაახლოებით სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia “ფაჩუჩის“თანადამფუძნებელს ელენე ბლიაძეს ესაუბრა.

„აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს და შეკვეთების მიღებას. წარმოდგენილები ვართ რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე და შეკვეთებს ვიღებთ როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისგან, ისე მიგრანტებისგან.
ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია “, - ამბობს ელენე ბლიაძე.

„ამჟამად, ასორტიმენტი თექის ფაჩუჩებს მოიცავს, თუმცა მომავალში შესაძლოა ჩითის ფაჩუჩებიც დაემატოს.

„ამ ეტაპზე ძირითადად თექის ფაჩუჩებს ვკერავთ, თუმცა ვგეგმავთ განვითარების გაგრძელებას. გვინდა ჩითის ტექნიკაც ვისწავლოთ და ასორტიმენტს ჩითის ფაჩუჩები დავუმატოთ. სამომავლოდ სწორედ ამის განხორციელება გვაქვს გეგმაში “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასი დიზაინისა და ზომის მიხედვით განისაზღვრება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა