მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

news image

განათლება ჩვენი წარმატების გზის განუყოფელი ნაწილია. თითქოს განათლებას აქვს სწორედ ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში თავდაჯერებულობას გვაძლევს, რათა ერთ დროს წარმოუდგენელ მიზანს კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდეთ. ამიტომ, ხშირად ვამბობთ, რომ განათლება არის ის, რაც ყველაზე რთულ მომენტებში, მაშინაც, როცა ძალიან მტკივნეული მარცხის შემდეგ იმ დიდი ოცნებისკენ მიმავალი გზა თითქოს აღარ მოჩანს, გვაჯერებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია განათლების, როგორც საკუთარი თავის რწმენის ერთ-ერთი ფუნდამენტური საშუალების, მხარდაჭერა და განსაკუთრებით, ამ კუთხით ახალი თაობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერთან” პარტნიორობით თიბისიმ შეძლო კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის აემაღლებინა თვითრწმენა საკუთარი უნარების და ისინი განათლების ძალიან საინტერესო, აღმოჩენებით სავსე, გზაზე გაეძლიერებინა. დღეს ამ გზაზე შექმნილ კიდევ ერთ ამბავს გაცნობთ, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის კესო ლალიაშვილის შესახებაა. 

„განათლება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში მუდმივად გეხმარება. გიქმნის მომავლის იმედს, რომელიც მუდამ თან გდევს, როდესაც შენი დიდი თუ პატარა მიზნებისკენ მიდიხარ. განათლებაა, რაც გაძლევს თავდაჯერებულობას, გახსენებს ყოველ უძილო ღამეს, რომელიც მისთვის გაიარე და თან შენ ყველაზე დიდ ოცნებამდე მიჰყავხარ” 

კესოს განათლების ამბავი სკოლაში იწყება, როდესაც ჯერ კიდევ გენური ინჟინერიის კუთხით ფიქრობდა კარიერული მომავლის შექმნას, თუმცა შემდეგ არჩევანი მაინც იურიდიულ ფაკულტეტზე შეაჩერა. განათლება, რომელსაც მიიღებს, კესოს აზრით, რელევანტური და საჭირო უნდა იყოს იმ გარემოსთვის, სადაც ცხოვრობს, რამაც, საბოლოოდ, სამართლის სფეროში აპოვნინა საკუთარი თავი.

„ხშირად ვამბობ, რომ განათლება საკუთარი თავის პოვნაში დამეხმარა. სწორედ საგანმანათლებლო სივრცეებმა მაგრძნობინა, რომ მაქვს შინაგანი ხმა, რომელიც სულ უნდა გაჟღერდეს.”

კესოს საუბარში გამორჩეულად ფიგურირებდა ერთი თემა - საკუთარი თავის რწმენა. რწმენა იმისა, რომ თუ არ დაიჯერე, შეიძლება შენი განათლების ამბავი გაწყდეს და ძალიან გაგიჭირდეს, მისი გასაგრძელებელი გზა მარტივად იპოვო. 

„თუ შენ არ გჯერა საკუთარი თავის, შენი შესაძლებლობების, უნარების, ოცნებების, სხვა როგორ უნდა დააჯერო, რომ ნამდვილად შეგიძლია? სწორედ ამიტომ, „მთავარია გჯეროდეს” და ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ცარიელი სიტყვები - ამ სულისკვეთებით უნდა იმოქმედო ყოველ დღეს და აუცილებლად გაიმარჯვებ.”

განათლება, როგორც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, ახალი თაობის ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს. განათლება ქმნის თავისუფლებას, როგორც უმაღლეს ღირებულებას სამყაროში. ამ რთულ, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესო მოგზაურობაში, საკუთარი ამბის შექმნაში ახალგაზრდებს თიბისი ეხმარება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 ყველაზე დიდი სასტუმრო ბათუმში

20.08.2025.19:00

infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია. 

გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:

Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი

Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი

STEPS Batumi - 250 ნომერი

Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი

Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი

Jrw Welmond Hotel Spa Casino  - 194 ნომერი.

www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.

პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა