თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
თიბისის გადახდების გვერდზე (tbcpayments.ge) ბიზნესმომხმარებლებისთვის შექმნილ ციფრულ პლატფორმას- გადახდების სივრცე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი- ანალიტიკის მოდული დაემატა, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლის უკეთ გაცნობასა და გაყიდვების დინამიკის სხვადასხვა ჭრილში დანახვაში ეხმარება.
ვინ ყიდულობს მათ პროდუქტს თუ მომსახურებას, რა სეგმენტია ყველაზე აქტიური, რომელი არხი უზრუნველყოფს ზრდას ან სად იმალება აუთვისებელი პოტენციალი- ანალიტიკის მოდული აერთიანებს ისეთ მეტრიკებს, რომლებიც ყველა ამ ბიზნესკითხვას უპასუხებს. აღნიშნული მონაცემები ბიზნესებს პირდაპირი მარკეტინგის წარმოების, პროდუქტების და არხების ოპტიმიზაციის, ზრდის პოტენციალისა და რესურსების ეფექტურად გადანაწილების შესაძლებლობას აძლევს.
ანალიტიკის მოდულის უპირატესობები:
• სეგმენტის სქესობრივი, ასაკობრივი, რეგიონისა და გადახდის არხების მიხედვით განაწილება;
• მაღალი აქტიურობის მქონე სეგმენტების გამოვლენა;
• თვეების მიხედვით ცვლილებების დინამიკის ნახვის შესაძლებლობა და შედარება;
• ანალიტიკის, როგორც მთლიანი კომპანიის, ისე ფილიალის ჭრილში ნახვის შესაძლებლობა;
• მომხმარებელთა ინტერესების ანალიზი - ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა გაიგონ ძირითადად რა კატეგორიებში ხარჯავენ თანხას მათი მომხმარებლები, რაც სეგმენტის მართვასა და მიზანმიმართული კამპანიების დაგეგმვაში ეხმარებათ.
ანალიტის მოდულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
გადახდების სივრცე ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ ფუნქციონალს, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ წვდომას გადახდების ეფექტური მართვისთვის აუცილებელ მონაცემებზე. ციფრული პლატფორმა განკუთვნილია, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისა და ინდმეწარმეებისთვის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
07.05.2025.23:00
ბრუნვის მოცულობის მიხედვით სასტუმროების TOP 5 ცნობილია. Business Insider Georgia-მა საქსტატიდან 2024 წლის ბრუნვის მიხედვით, სასტუმროების ტოპ 5 საწარმო გამოითხოვა.
მას ასე, საქსტატის მიხედვით, 2024 წელს ყველაზე მეტი ბრუნვა შემდეგმა სასტუმროებმა აჩვენეს:
შპს ლოპოტა
შპს პარაგრაფ შეკვეთილი
შპს აჭარა ჯგუფი
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან კომპანიებს მფლობელები:
შპს ლოპოტა: რეგისტრაციის თარიღია 27/12/2016. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს ლოპოტა ინვესტმენტი. კომპანიის დირექტორი კი არის გიორგი ქევანიშვილი.
შპს პარაგრაფ შეკვეთილი: რეგისტრაციის თარიღია 22/03/2018. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბა ბლექ სი რიზორთსი. კომპანიის დირექტორია ფარვიზ იურჩიკი.
შპს აჭარა ჯგუფი: რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი. კომპანიის დირექტორია ნატო ჯაფარიძე.
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროები: რეგისტრაციის თარიღია 18/09/1996. კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი, ხოლო 20%-იანის ჯი ემ თი უძრავი ქონება.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი: რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის მესაკუთრეები არიან შპს სილქ რიალ ისთეით და სილქ როუდ გრუპ. კომპანიის დირექტორია ლევან გაჩეჩილაძე.