მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

news image

თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ “საზღვაო ხაზი ე-60“ ახალი ბორანი შეიძინა და საქართველო-რუმინეთს შორის გადაზიდვებს უკვე ორი ბორნით ასრულებს. „აია“ და „დიოსკურია“ ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორნებია, რომლებსაც ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვთ, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები; ბორნებით სარგებლობა სამომავლოდ მგზავრებსაც შეეძლებათ.

თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის. 

პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო.  ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად  სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს.  

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი - ლევან მოსეშვილი

29.05.2025.19:00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დეკემბრიდან უმასპინძლებს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, აეროპორტში ლაუნჯი 270 კვ/მ ფართობს დაიკავებს და VISA-ს ფერებში იქნება დაბრენდილი.
 
როგორც მოსეშვილმა განმარტა, თუ კი აქამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოიაზრებოდა, როგორც „ლოუკოსტ“ აეროპორტი, ბიზნეს ლაუნჯი უკვე მას მეორე სიცოცხლეს შესძენს.
 
„რამდენიმე დღის უკან ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასოცირდებოდა, როგორც დაბალბიუჯეტიანი მგზავრების მომსახურე აეროპორტი. ბიზნეს ლაუნჯის დაანონსება კი აეროპორტისთვის ეს უკვე მეორე სიცოცხლეა და ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. სტატუსის ამაღლებაა. ახალი ეპატია.
 ლაუნჯის მოწყობაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო პარტნიორ VISA-თან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი 270 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული და ასევე, დაბრენდილი იქნება VISA-ს ფერებში. ის ასევე ქართული ეთნო ელემენტებით იქნება გაფორმებული. მინიმალისტურ სტილში იქნება, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბიზნეს მგზავრებს.  სერვისებს გავწევთ ჩვენი სტაფით. მინდა ასევე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც ექნება Visa Platinum ბარათი სრულად უფასოდ შეძლებს ამ სერვისებით სარგებლობას. მოთხოვნაც იყო მგზავრებისგან, ხშირად მოგზაური პირებისგან, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი სივრცე, არ ჰქონდათ შესაბამისი რეკრეაციული ადგილი, სადაც შეძლებდნენ დასვენებას, ან საქმიანი შეხვედრების გამართვას. ველოდებით, რომ ლაუნჯში პირველ მგზავრებს დეკემბერში მივიღებთ. ბიზნეს ლანჯის გახსნა დაანონსებულია სწორედ 2025 წლის დეკემბერში. ჩვენს ბიზნეს პარტნიორთან Visa-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე მივიღოთ და ახალი სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს და კმაყოფილები გავუშვათ. იმის სურვილი ჰქონდეთ, რომ ჩვენს აეროპორტში კვლავ დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე ლაუნჯი 70 მგზავრზე იქნება გათვლილი, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში განიხილება მისი კიდევ უფრო განვითარება.
 
„დიდი ხანი ვმუშაობთ ჩვენს გუნდთან ერთად. დიდი ხანი მიმდინარეობდა სწორი კონცეფციის შერჩევა. საკმაოდ ლამაზი და ტევადი სივრცე იქნება. პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. რეალურად 70 მგზავრი კარგი მაჩვენებელი იქნება პირველ ეტაპზე, მოთხოვნა თუ იქნება შემდეგ ვიზრუნებთ გაფართოებაზე“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც.
სივრცეში ძირითადად აქტიური ფერებისა და მშვიდი ხის ტექსტურის შერწყმა იქნება წარმოდგენილი. სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, საბავშვო სივრცე, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
 
 
 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა