მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და ...“ იწყება

news image

თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას.

თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ახალ პროექტს „AI და …“ იწყებენ.

„AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში,სხვადასხვა სფეროებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, რომლებიც „სამ წერტილს“ იმ მიმართულებებზე საუბრით შეავსებენ, სადაც გამორჩეულად ძლიერი ფაკულტეტები  და აკადემიური პერსონალი ჰყავთ.

პირველი შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე „AI და მედიცინა: ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში“  გაიმართება.

შეხვედრის სპიკერი ექიმი-რადიოლოგი, პროფესორი მიხეილ ოკუჯავა და AI სტარტაპის „ბიტერიუმის“ თანადამფუძნებელი ქეთევან ბოსიკაშვილი იქნებიან. შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ ცვლის და აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკას, რა გამოწვევებია და სირთულეებია ტექნოლოგიის განვითარებაში და რამდენად მზად არიან ექიმები და პაციენტები სიახლეების მისაღებად.

ღონისძიებაზე დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის სფეროს მენეჯერებისთვის და ამ თემით დაინტერესებული სხვა ენთუზიასტებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://www.aiassociation.ge/event-details/ai-da-meditsina-ai-diagnostikashi

პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. თიბისის და GAIA-ს მიზანია ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ.

მთავარია გჯეროდესრომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „შოკოჰოლიკმა“ საახალწლო შეკვეთების მიღება დაიწყო და ასორტიმენტს ახალი პროდუქტიც დაამატა

20.11.2025.16:00

არტიზანული შოკოლადის საწარმო Chocoholic - შოკოჰოლიკმა, რომელიც 6 სახეობის ნუგასა და სხვადასხვა სახის შოკოლადს აწარმოებს, საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, სეზონურობის გათვალისწინებით საახალწლოდ „შოკოჰოლიკმა“ ასორტიმენტს შტოლენი დაამატა. „ნუგებთან დაკავშირებით ასორტიმენტი იგივე გვაქვს და ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია, რომ 2 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა სახეობის ნუგა გვაქვს. რაც შეეხება შოკოლადებს - ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლების გემოვნებას და შოკოლადს წინასწარი შეკვეთების საფუძველზე ვამზადებთ. ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს. დამატებით პროდუქტებში კი ყოველთვის ვითვალისწინებთ სეზონურობას. მაგალითად, სააღდგომოდ გვაქვს პასკა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად - შტოლენი. წელს პირველად ავიღეთ შტოლენზე შეკვეთები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და წლევანდელი შტოლენი, სხვა შოკოლატერიებისა და საცხობებისგან განსხვავებით, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, ნარჩევი ინგრედიენტებით. ჩვენ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე, ამიტომაც რაოდენობა ყოველთვის შეზღუდულია,“ - განმარტავს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

„შოკოჰოლიკის“ საახალწლო შეთავაზება საახალწლო თემატიკით მორთულ ბოქსებს მოიცავს.

„საახალწლოდ ყოველთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები. კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს ვუგზავნით პრეზენტაციებს, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და დასურათებული. გვაქვს საახალწლო თემატიკის ნუგების ბოქსები. თავად ფილები ძალიან პრეზენტაბელური და ლამაზია. საახალწლო სიახლეა ასევე შტოლენიც, რომელიც ისეთი უნდა იყოს, რომ მასზე მთელი თბილისი ლაპარაკობდეს,“ - ამბობს თეა ედიშერაშვილი.

„შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი შეკვეთების კუთხით გასული წლისგან განსხვავებული იქნება და კომპანია მეტ შეკვეთას მიიღებს.

„შარშანდელი წინასაახალწლო პერიოდი ქვეყანაში აქციების პერიოდს დაემთხვა და პრაქტიკულად 2024 წლის სეზონი ჩავარდა. ჩავარდა კორპორატიული შეკვეთებიც, რადგან სამსახურებში კორპორატიული წვეულებები გაუქმდა. წელს, წინასაახალწლო პერიოდის შესაფასებლად ჯერ ადრეა და სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2025 წლის სეზონი გასულის მსგავსი არ იქნება და უფრო მეტი შეკვეთა შემოვა,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

დღეისათვის „შოკოჰოლიკის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე „სმარტის“ ფილიალებში.

„ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგ კომპანიასთან. მცირე მეწარმეებსა და დიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ხშირად დამოკიდებულია მარჟასა და პროცენტებზე, და ამ მხრივ ძალიან გვჭირდება ხელშეწყობა. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, და ამ შემთხვევაში ბევრ ჩვენნაირ მცირე ბიზნესს წარმოვადგენ. საჭიროა არსებობდეს სტანდარტი, რომ ყველა კომპანიასთან ერთიდაიგივე მიდგომა არ ჰქონდეთ და გარკვეული შეღავათები იყოს. სამწუხაროდ, ეს შეღავათები არ არის. „სმარტს“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობით დავიწყეთ თანამშრომლობა და დღემდე ასე გრძელდება. კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ „სმარტს“ და უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება პატარა მეწარმეებს,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში შოკოლადის და ზოგადად სხვადასხვა ინგრედიენტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა „შოკოჰოლიკმა“ მოახერხა, რომ ფასები დღემდე შენარჩუნებული აქვს.

„პროდუქცია არ გაგვიძვირებია. თუმცა ეს თავად კომპანიისთვის მძიმეა, რადგან კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის 200%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად შოკოლადის ნაწარმის ფასიც იზრდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება ნუგების წარმოებაა. შოკოლადს რაც შეეხება - ჩვენს შემთხვევაში - ეს არ არის მასიური წარმოება. ყველაფერი ხელით მუშავდება, ხელით იხატება - მცირე წარმოებაა, მაგრამ ლუქს ბრენდია. წარმოებაში შოკოლადს ბევრს არ ვიყენებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფასები იგივე დაგვეტოვებინა. ნუგების ფასიც 2 წელია არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი გაზრდილია. ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი - ნედლეულის მაღალი თვითღირებულების გამო. ვეცადეთ, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა შეგვენარჩუნებინა. მირჩევნია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ნაკლები შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი მუდმივი მომხმარებლებისთვის ფასები იგივე დარჩეს. თუმცა, არ ვიცი, ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ. თუ ნედლეულის ფასი ისევ გაიზრდება, ცხადია, კომპანიის გაკოტრებაზე ვერ წავალ,“ - განმარტავს თეა ედიშერაშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა