მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

news image

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. 

გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან კოლაბორაციით, დაუკავშირდა ქართველ ინფლუენსერებს. მათმა ჩართულობამ და TikTok-ზე გავრცელებულმა სამოტივაციო  ვიდეოებმა რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და საერთო ჯამში თიბისის საზაფხულო Crash კურსებზე 600-ზე მეტი გოგონა დარეგისტრირდა 

თიბისის Crash კურსები გოგონები ეს არის ონლაინ კურსები ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით, რომლებიც 9-12 კლასის მოსწავლე გოგონებს, მთელი საქართველოდან და არა მხოლოდ, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

6000-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგონადან, კონკურსის შედეგად, შეირჩა 140 მონაწილე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან:

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

 

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩინეთის ექსპორტის გამოფენაში პირველად ვმონაწილეობთ და ინტერესი ძალიან დიდია - ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს ჩინეთში - „ნათენაძის მარანის“ ხელმძღვანელი

09.11.2025.13:52

საქართველოს ღვინის სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო იმპორტის უდიდეს გამოფენას - China International Import Expo (CIIE) აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შანხაის ღონისძიება ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პლატფორმაა. მათი თქმით, გამოფენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ჩინურ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას.

„ჩვენ პირველად ვართ ჩინეთში და პირველად ვმონაწილეობთ ამ მასშტაბურ გამოფენაზე. ინტერესი ძალიან დიდია – უამრავი სტუმარი მოვიდა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ვცდილობთ მაქსიმალურად გავავრცელოთ ჩვენი კონტაქტები და გავაცნოთ ხალხს ქართული ღვინის კულტურა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს ჩინეთში,“ – აცხადებს გიორგი ნათენაძე, „ნათენაძის მარანის“ წარმომადგენელი.

5-10 ნოემბერს შანხაიში მიმდინარეობს საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა - China International Import Expo (CIIE), სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.

გამოფენას 40-მდე ქართული კომპანია ესწრება, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ საკუთარი პროდუქცია, დაამყარონ ბიზნესკონტაქტები და მოიძიონ ახალი პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე.

საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ მონაწილეობს, ქართული ღვინის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, ყოველწლიურად იზრდება როგორც დაინტერესება, ისე ექსპორტის პოტენციალი.

China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა