თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც მათ სრულიად უფასოდ შეისწავლეს ტექნოლოგიების და დაეულებიან თავიანთ მომავალ პროფესიას.
ხელოვნური ინტელექტის, მობილური აპლიკაციების შექმნის, ვებგვერდები პროგრამირების Back-End (Python & Flask) და Front-End (HTML,CSS) შესავალი - ეს იმ ონლაინ კურსების ჩამონათვალია, სადაც 9-12 კლასის 140-მა მოსწავლე გოგონამ, მთელი საქართველოდან, სრულიად უფასოდ შეისწავლეს ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების საწყისი ეტაპები.
თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. Crash კურსებზე მიღებული ცოდნა გოგონებისთვის ორიენტირად იქცევა მათი სამომავლო პროფესიის შერჩევაში. სურვილის შემთხვევაში კი შემოდგომიდან თიბისი ტექსკოლაში შეძლებენ ტექნოლოგიების შესწავლას.
ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
01.08.2025.12:00
საოჯახო სასტუმრო და მარანი Sardiona's marani (სარდიონას მარანი), რომელიც ამბროლაურში, სოფელი ჩორჯოში მდებარეობს, მიმდინარე ტურისტული სეზონით კმაყოფილია, რადგანაც აგვისტოს თვეზე ნომრები მთლიანად დაჯავშნილი აქვს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პრესტურის ფარგლებში „სარდიონას მარნის“ მფლობელმა სარდიონ ვაწაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, გარდა სასტუმრო მიმართულებისა მოთხოვნადია მარანი და მისი თანამდევი სერვისები.
„დაახლოებით 4 წლის უკან ოჯახთან ერთად გადმოვედი საცხოვრებლად. ძირძველი სახლის გვერდით ვიყიდე სახლი და დავიწყე მისი გადაკეთება. მინდოდა გამეკეთებინა რაჭული ოდა და რაჭული სტილი მაქსიმალურად შემენარჩუნებინა. დღეს გვაქვს 5 სასტუმრო ნომერი და ასევე ეზოში - 2 პატარა კოტეჯი. ერთდროულად 16-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია.
რაც შეეხება ვენახებს, 1 ჰა-ზე 3500 ძირი ვენახი მაქვს გაშენებული, საიდანაც დაახლოებით 4-5 ათასი ბოთლი ღვინის დამზადებაა შესაძლებელი“, - განმარტავს სარდიონ ვაწაძე.
მისივე განმარტებით, მისი სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელები არიან და მარანს და სასტუმროს ყველაზე ხშირად ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები აკითხავენ. რაც შეეხება აგვისტოს, ობიექტი მთლიანად დაჯავშნილია.
„სარდიონას მარანში“ ხშირად ეწყობა დეგუსტაციები, სადაც სტუმრებს სხვადასხვა ღვინის დაგემოვნების საშუალება აქვთ. ღვინოსთან ერთად აქ შესაძლებელია რაჭული ავთენტური კერძების დაგემოვნებაც.