თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო და საქართველოს ბაზრებზე შემდგომი განვითარება და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა. ამ მიზნით თიბისი ჯგუფის მენეჯმენტში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:
ვახტანგ ბუცხრიკიძე:
თიბისი ჯგუფის და თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, აგრძელებს საქმიანობას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და ფოკუსირდება ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე: საქართველოში, უზბეკეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე.
გიორგი თხელიძე:
თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს გიორგი თხელიძე (ექვემდებარება მარეგულირებლის დამტკიცებას), რომელიც თიბისი ბანკს 2014 წელს შემოუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე თიბისი ბანკში იკავებს კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის დირექტორის პოზიციას.
გიორგის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. თიბისიში მოსვლამდე ის მუშაობდა დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში, სადაც ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG). კარიერის ადრეულ ეტაპზე, საქართველოში, გიორგი იკავებდა წამყვანი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალური დირექტორის პოზიციას.
გიორგი არის სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებული, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.
თორნიკე გოგიჩაიშვილი:
თიბისი ბანკის დირექტორმა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) და მაღალშემოსავლიანი მომსახურების მიმართულებით, თორნიკე გოგიჩაიშვილმა, 8 წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ თანამდებობა დატოვა და პროფესიულ საქმიანობას თიბისის გარეთ განაგრძობს.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შედის.
სხვა სიახლეები
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
09.02.2026.13:31
Setanta Sports Eurasia-მ გაახანგრძლივა მრავალწლიანი პარტნიორობა SMH Global-თან, რის შედეგადაც თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად უზბეკეთში 2030 წლამდე დარჩება.
ახალი შეთანხმების ფარგლებში, მხარეებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად გაგრძელდა. პარტნიორობა მოიცავს კომერციული განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბაზრის სტრატეგიის განსაზღვრასა და Setanta-ს სპორტული უფლებების პორტფელის დისტრიბუციას უზბეკეთის ბაზარზე.
SMH Global-ის მანდატი ასევე მოიცავს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, შემოსავლების ზრდის შესაძლებლობებზე კონსულტაციასა და Setanta-ს პოზიციების გაძლიერებას, როგორც სტანდარტულ სატელევიზიო არხებზე, ასევე OTT პლატფორმასა და სოციალურ მედიაში.
SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ განახლებული შეთანხმება ასახავს კომპანიების საერთო ხედვასა და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიას რეგიონში:
„უზბეკეთში რეგიონის უდავოდ ნომერ პირველი სპორტული მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ინოვაციური სტრატეგიები, რაც ერთდროულად ზრდის ბრენდის ცნობადობასა და უზრუნველყოფს მდგრად ბიზნესგანვითარებას ამ დინამიკურ ბაზარზე. ერთობლივი ძალისხმევით, ვგეგმავთ სპორტული კონტენტის მოხმარებისა და მომხმარებელთა ჩართულობის გამოცდილების ახალ საფეხურზე აყვანას უზბეკეთის მასშტაბით. უზბეკეთში ჩვენი ძლიერი და სანდო ადგილობრივი პარტნიორების არსებობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვაფასებთ მათთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას მომავალშიც,“- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩა მალაზონიამ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა SMH Global-ის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ორიენტაციას უზბეკეთის მრავალფეროვან და კომპლექსურ ადგილობრივ სპორტულ ბაზარზე:
„SMH Global-ი ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია უზბეკეთის სპორტული მედიის ბაზრის სირთულეების ნავიგაციის პროცესში. თანამშრომლობის გაგრძელება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას - მსოფლიოს წამყვანი სპორტული კონტენტის მიწოდებას განვითარებად ბაზრებზე,“ - აღნიშნა ბაჩა მალაზონიამ.

უზბეკეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება საერთაშორისო სპორტული მაუწყებლებისთვის, სადაც იზრდება მომხმარებელთა მოთხოვნა და სწრაფად ვითარდება მედიაგარემო. Setanta Sports Eurasia ფლობს უფლებებს არაერთ მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ტურნირსა და ლიგაზე ევრაზიის რეგიონში, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგაზე, NBA-ზე, UFC-ზე, Formula 1-ზე, La Liga-ზე, Serie A-სა და Ligue 1-ზე.
კომპანიებს შორის თანამშრომლობა, Setanta-ს 2021 წელს, ამჟამინდელი მფლობელის მიერ შეძენამდე დაიწყო და მოიცავდა, როგორც ტრანზიციის პროცესს, ისე მაუწყებლის შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.
განახლებული შეთანხმება მიუთითებს Setanta Sports Eurasia-ს უწყვეტ ინვესტიციებზე უზბეკეთის ბაზარზე, სადაც კონკურენცია პრემიუმ სპორტულ უფლებებსა და ციფრულ დისტრიბუციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Lasha Machavariani
Bacha Malazonia
SMH Global