თიბისის ბიზნესმომხმარებლად დარეგისტრირება უკვე ბიზნესმობაილბანკით, 90 წამშია შესაძლებელი
თიბისის ბიზნესმომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა.
დღეიდან, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად, 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარ არის.
ბიზნესები ციფრულად შეძლებენ გადმოწერონ ბიზნეს მობაილბანკი, გაიარონ რეგისტრაცია პირადობის მოწმობის გარეშე, გახსნან ანგარიში და მიიღონ მათი ბიზნესისთვის საჭირო ყველა ფინანსური მომსახურება ისე, რომ დამატებით ფილიალში ვიზიტი არ დასჭირდეთ.
ამასთანავე, თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივით, ბიზნესები, რომლებიც ციფრულად დარეგისტრირდებიან თიბისის ბიზნეს მობაილბანკში, 1 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ვიზას სტარტაპ ნაკრებით.
ბიზნეს მობაილბანკის გადმოწერა შესაძლებელია ბმულზე: https://link.tbc.ge/BMB-FX1
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.