მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7029.9
0.0019
flag
AZN 1.617
-0.0003
flag
CNY 37.724
0.0123
flag
EUR 3.1354
-0.026
flag
GBP 3.6589
-0.0181
flag
KZT 52.99
-0.0003
flag
TRY 0.0718
-0.0001
flag
USD 2.7496
-0.0004

თიბისის ბიზნესმომხმარებლად დარეგისტრირება უკვე ბიზნესმობაილბანკით, 90 წამშია შესაძლებელი

news image

თიბისის ბიზნესმომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა

დღეიდან, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად, 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარ არის.

ბიზნესები ციფრულად შეძლებენ გადმოწერონ ბიზნეს მობაილბანკი, გაიარონ რეგისტრაცია პირადობის მოწმობის გარეშე, გახსნან ანგარიში და მიიღონ მათი ბიზნესისთვის საჭირო ყველა ფინანსური მომსახურება ისე, რომ  დამატებით ფილიალში ვიზიტი არ დასჭირდეთ.

ამასთანავე, თიბისის და ვიზას ერთობლივი ინიციატივით, ბიზნესები, რომლებიც ციფრულად დარეგისტრირდებიან თიბისის ბიზნეს მობაილბანკში, 1 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ვიზას სტარტაპ ნაკრებით.

ბიზნეს მობაილბანკის გადმოწერა შესაძლებელია ბმულზე: https://link.tbc.ge/BMB-FX1

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გარემოსდაცვითი ინიციატივები და ინოვაციები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - ტავ ჯორჯია

23.04.2025

კორპორაციული მდგრადობის კამპანიის  ფარგლებში, ტავ ჯორჯია  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  რამდენიმე პროექტს ახორციელებს და ამ პროექტების მიზნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოზე ზემოქმედების  შემცირებაა

 

იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა პლასტმასა, პოლიეთილენი და ალუმინის ქილა  მოხვდეს ნაგავსაყრელებსა და თბილისის ქუჩებში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებთან კომპანია Sparklo-ს აპარატები დაიდგა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ამ აპარატებში პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები მოათავსოს და სანაცვლოდ ქულები მიიღოს, რომელსაც Sparklo-ს აპლიკაციის საშუალებით დახარჯავს. ეს კომპანია 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მისი მიზანი სწორედ მწვანე მომავლის  ხელშეწყობაა. Sparklo-ს აპლიკაცია საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი პირდაპირ და დადებითად აისახება გარემოზე

 

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თანამშრომლობს ქართულ სტარტაპტენესთან“, რომელიც თავის მხრივ საერთაშორისო კომპანია Sparklo-ს პარტნიორია. აეროპორტში განთავსებულ ყუთებში შეგროვებულ პლასტმასასა და პოლიეთილენს  „ტენეგადაამუშავებს და უმაღლესი ხარისხის USB კაბელებად გარდაქმნის

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და ინოვაციებისა და მდგრადობის მიმართულებით სწორედ ამ ჯგუფის მიერ გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს. ტავ ჯორჯია ინოვაციებისა და მდგრადობის ხელშემწყობ პროექტებს 2025 წელსაც გეგმავს. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ტავ ჯორჯიას გუნდი უკვე მუშაობს საინფორმაციო რობოტების სერვისის დანერგვაა. ეს მომსახურება ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა