მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

news image

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, სექტემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. 

ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის, კონკრეტული მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პროფესიონალების რჩევა სჭირდებათ, შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.  

სექტემბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. 
  • მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  23 სექტემბერს გაიმართება და ის ESG თემატიკას  - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები. 
  • მესამე ონლაინ ტრენინგი 24 და 26 სექტემბერს, ასევე, ონლაინ ფორმატში გაიმართება, თემაზე - ,,რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა”. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე ჩაატარებს.
  •  კიდევ ერთი ონლაინ ტრენინგი 25 სექტემბერს ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - ,,როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“.  ტრენინგს  ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • სექტემბრის თვის ბოლო, მეხუთე ტრენინგის თემა „ ინდივიდუალური მეწარმეების საგადასახადო დაბეგვრა“ იქნება  და ის 29 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ტრენინგს დავით პაპიაშვილი გაუძღვება.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „ფაჩუჩი“

18.11.2025.18:00

ხელნაკეთი თექის ფაჩუჩების მწარმოებელი კომპანია „ფაჩუჩი“, დაახლოებით სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia “ფაჩუჩის“თანადამფუძნებელს ელენე ბლიაძეს ესაუბრა.

„აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს და შეკვეთების მიღებას. წარმოდგენილები ვართ რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე და შეკვეთებს ვიღებთ როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისგან, ისე მიგრანტებისგან.
ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია “, - ამბობს ელენე ბლიაძე.

„ამჟამად, ასორტიმენტი თექის ფაჩუჩებს მოიცავს, თუმცა მომავალში შესაძლოა ჩითის ფაჩუჩებიც დაემატოს.

„ამ ეტაპზე ძირითადად თექის ფაჩუჩებს ვკერავთ, თუმცა ვგეგმავთ განვითარების გაგრძელებას. გვინდა ჩითის ტექნიკაც ვისწავლოთ და ასორტიმენტს ჩითის ფაჩუჩები დავუმატოთ. სამომავლოდ სწორედ ამის განხორციელება გვაქვს გეგმაში “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასი დიზაინისა და ზომის მიხედვით განისაზღვრება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა