მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

news image

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, განსხავავებული ფორმატით ჩატარდება.  

წელს, პირველად, ღონისძიების პირველ ნაწილში, ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება და ის სპორტისა და ბიზნესის თემატიკას დაეთმობა.

 ამჯერად, Setanta Sport-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩა მალაზონია, JBS Academy-ს დამფუძნებელი, ლევან ახვლედიანი და სპორტის ჟურნალისტი, ტატო ბაციკაძე მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებენ თემაზე - „სპორტი, როგორც ბიზნესი“.

სპიკერები საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების პერსპექტივასა და სპორტული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ   და მიმოიხილავენ, თუ როგორ უწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაცია ბიზნესინდუსტრიაში ახალი ბიზნესების აღმოჩენას.

ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიაზე დასასწრებად, რეგისტრაციის წინასწარ გავლა აუცილებელია ბმულზე:  თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი ღვინო მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე - Akhmeta Wine House

01.07.2025.14:00

ახმეტის ღვინის სახლი/Akhmeta Wine House ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ნიკოლოზ გარსევანიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი საქმიანობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ სრულიად სხვა სფეროდან გადმოგვენაცვლა მევენახეობა-მეღვინეობაში. პროფესიული გამოცდილება ამ მიმართულებით არ გვქონდა, თუმცა ღვინოსთან შეხება ოჯახური ტრადიციების გათვალისწინებით კი, როდესაც ოჯახისთვის ვაწარმოებდით ღვინოს.
პირველ ეტაპზე შევიძინეთ ორი მცირე ზომის ვენახი და მალევე გაჩნდა სურვილი მარნის აშენების და საქმიანობის გაფართოების. საბოლოოდ დავფუძნდით ახმეტაში, სადაც ავაშენეთ ჩვენი პირველი მარანი. 2015 წელს კი ჩამოვასხით ჩვენი პირველი ღვინო, ჩვენივე ვენახებიდან. შემდგომ პერიოდში ბაბუებისგან საჩუქრად მივიღეთ კიდევ რამდენიმე ვენახი, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეზარდა წარმოება თუმცა, მიუხედავად ამისა, ვენახების რაოდენობა მაინც არასაკმარისი იყო და მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი ვენახების გაშენების შესახებ.
2016 წელს გავაშენეთ დაახლოებით 4 ჰექტარი ვენახი სხვადასხვა ქართული ჯიშით. ეს ნაბიჯი დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის, რადგან აგროსფერო ჩვენთვის ნაკლებად ნაცნობი იყო. საჭირო გახდა ინფორმაციის დიდი მოცულობით მოძიება, ახალი ცოდნის შეძენა და პროფესიული განათლების მიღება, რაც გავაკეთეთ დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

დღესდღეობით, ჩვენი წარმოების მოცულობა შედარებით მცირეა. წელიწადში ვაწარმოებთ დაახლოებით 10 000-დან 15 000 ბოთლამდე ღვინოს. სწორედ ამიტომ მცირე საწარმოდ ვითვლებით, თუმცა გვაქვს ზრდისა და განვითარების ამბიცია.
ამჟამად, ვაწარმოებთ შემდეგ ქართულ ჯიშებს:

• ქისი
• ხიხვი
• მწვანე
• რქაწითელი

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
პირველივე დღიდან ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო როგორ გაგვეწია კონკურენცია სხვა მწარმოებლებისთვის და როგორ გვეპოვა ჩვენი ნიშა ღვინის სამყაროში. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ჩვენი მარანი ჩამოყალიბებულიყო ბიომეურნეობად. ვინაიდან, თავადაც ვსვამთ იმ ღვინოს, რომელსაც ვაწარმოებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო ნატურალური, სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი.
2016 წლიდან სრულად გადავედით ბიოწარმოებაზე და ამავე წლიდან ჩვენი ღვინოები სრულად სერტიფიცირებულია როგორც ორგანული პროდუქტი. დღეს უკვე ყველა სახეობის ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ, ბიო სერტიფიცირებულია.
გარდა ამისა, მოგვიანებით შევუერთდით ნატურალური ღვინის ასოციაციას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ღირებულებებს და წარმოების პრინციპებს.
ჩვენი ღვინო გამორჩეულია, იმით რომ არის ქვევრის, რომელიც ნატურალური და ორგანულია. ასეთი პროდუქტი არის ნიშური, უნიკალური და სპეციფიკური, რაც განსაკუთრებულად მოთხოვნადს ხდის ევროპულ და არამარტო ევროპულ ბაზარზე. მას ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი, რომელიც აფასებს ხარისხს. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამაშია: ქვევრში დაყენებულ ნატურალურ, ბიო სერტიფიცირებულ ღვინოში.


ახორციელებს თუ არა ამ ეტაპზე კომპანია ექსპორტს და როგორია გეგმები ამ მიმართულებით?
ჩვენი მარნის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექსპორტია. სწორედ ამით ვართ ძირითადად დაკავებულნი. საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ღვინის გამოფენაში მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
სწორედ ამ გამოფენების წყალობით, ვაწარმოებთ ექსპორტს შემდეგ ქვეყნებში : სკანდინავიის რეგიონი, ჩინეთი, იაპონია, დანია, ავსტრია, იტალია და სხვა.


ცნობისთვის, საწარმო მდეობარეობს ახმეტაში, რუსთაველის 38 ნომერში. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია „ალკორიუმის“ ქსელურ მაღაზიებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა