თიბისის ახალი საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი „კონსპექტები“ - რთული იდეების მარტივი ახსნა
თუ ტექნოლოგიურ განათლებაზე საუბარი, კარიერების მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობა, არსებულ ტრენდებზე და მომავალ ცვლილებებზე დისკუსია და ზოგადად რთული იდეების მარტივად გაგება შენთვის საინტერესოა, მაშინ თიბისის „კონსპექტების“ პოდკასტი არ უნდა გამოტოვო.
„კონსპექტები“ თიბისი განათლების ახალი საკომუნიკაციო მულტიმედია ფორმატია, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური განათლების, დასაქმების მიმართულებით აქტუალური თემების განხილვა, რთული იდეების მარტივად ახსნა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
პროექტის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ცოდნას პოდკასტების, ბლოგებისა და სხვა მოკლე ფორმატების საშუალებით - განათლებისა და კარიერის სფეროში არსებულ სიახლეებზე, ტრენდებსა და მომავალ ცვლილებებზე: როგორ მოვერგოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რა უნარები დაგვჭირდება მომავალ პროფესიებში და როგორ შევცვალოთ საკუთარი მიდგომები, რომ თანამედროვე სამყაროს ტემპს ავყვეთ და სხვა.
პოდკასტის წამყვანია ლიზი ქათამაძე, ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტ სპიკერებთან ერთად გაერკვევა ტექნოლოგიებსა და სირთულეებში, მიღებულ ცოდნას კი აუდიტორიისთვის დააკონსპექტებს და მარტივი ფორმით გაუზიარებს.
პირველი ეპიზოდის სტუმარია მედეა ტაბატაძე, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, რომელიც ისაუბრებს თემაზე — „როგორ ცვლის AI სამუშაო ბაზარს“.
ტექნოლოგიურ პროგრესს, უამრავ ახალ შესაძლებლობასთან ერთად, ბევრი პასუხგაუცემელ კითხვაც მოაქვს. თიბისის მიზანია ამ სწრაფად ცვალებად რეალობაში განსაკუთრებით ახალგაზრდებს დაეხმაროს, გაამარტივოს რთული თემები და მისცეს საჭირო მიმართულება მომავლის არჩევისას.
გამოიწერე თიბისის YouTube არხი და დაელოდე კონსპექტების პირველ ეპიზოდს.
თიბისისთვის, განათლების გზით, განვითარებაზე და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბრენდი მუდმივად ქმნის და მხარს უჭერს ინოვაციურ ფორმატებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს ცოდნისა და ტექნოლოგიების სამყაროში წინსვლის შესაძლებლობას. „კონსპექტები“ სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. და რადგან განათლება შესაძლებლობაა, ხოლო პროგრესისკენ მიმავალი გზა კი ერთ მარტივი იდეით იწყება, უბრალოდ - მთავარია გჯეროდეს!
სხვა სიახლეები
23.10.2025.16:38
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით არის გაზრდილი. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკვე მესამედ, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი დაასახელეს ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ტავ ჯორჯია მართავს და მოთხოვნა მის მომსახურებაზე წლიდან წლამდე იზრდება.
2025 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა ბათუმის აეროპორტში 32%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი - 90%.
მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში პირველად, ის ერთი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა (213,636). ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა“, - აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.