თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
მომხმარებელთათვის გადახდის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და მათი ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისიმ იმ თვითმომსახურებების ობიექტებში, სადაც ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო, პოს-ტერმინალების ინტეგრაციის ზრდა და ბარათით გადახდის სისტემის აქტიურად დანერგვა დაიწყო. ავტოსამრეცხაოები, ყავის და სხვა ტიპის “ვენდინგ” აპარატები- ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა.
აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებთან ერთად, ხელსაყრელია ბიზნესებისთვისაც. გარდა იმისა, რომ მყიდველი სწრაფ, კომფორტულ და 24/7-ზე ხელმისაწვდომ მომსახურებას იღებს, თვითმომსახურების კომპანიისთვის სარგებელი ოპტიმიზებული პროცესები, ნაკლები ხარჯები და მაღალი გაყიდვებია.
“თვითმომსახურების სექტორი სწრაფად იცვლება - მომხმარებელი ავტომატიზებულ, სწრაფ და უნაღდო სერვისს ითხოვს, რაც ბიზნესებს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლას აიძულებს. თუმცა პროცესს თან ახლავს რიგი ტექნიკური, ფინანსური და ოპერაციული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი თიბისის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ენიჭება, რაც ამ ინიციატივამდე, მათ არ ჰქონდათ”, - გიორგი სიმონიანი, თიბისის გადახდების განვითარების ასოცირებული პარტნიორი.
თიბისის მიზანი სექტორის სრულად ათვისება და მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ბიზნესების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.