მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

news image

თიბისი გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ ჯილდო ნომინაციაში „ჩემპიონი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.

საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს თიბისის სტრატეგიულ ხედვას, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პოლიტიკას, ადამიანის უფლებების პოლიტიკას და შესაბამის პრაქტიკულ ნაბიჯებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც:

  • შეიქმნა სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად ბანკის სხვადასხვა მიმართულებებში;
  • შეფასდა რამდენად მორგებულია თიბისის მობაილ ბანკი შშმ პირების საჭიროებებზე;
  • ჩატარდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის აუდიტი;
  • UX კვლევის გუნდმა შეისწავლა თიბისის შშმ პირი მომხმარებლების გამოცდილებები და შეიმუშავა რეკომენდაციები.

თიბისიში პროექტის განხორციელება გრძელდება და ეტაპობრივად გავრცელდება ყველა შერჩეულ მიმართულებაზე. შშმ პირთა ჩართულობა გახდა კომპანიის 2025–2027 წლების ESG სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი, რომელიც დამტკიცებულია დირექტორთა საბჭოს მიერ.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ თიბისიმ მიიღო ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და პარტნიორთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირების ჩართულობის გაძლიერებას ყველა ძირითადი მიმართულებით ბანკში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თანასწორი, მრავალფეროვანი და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნას, როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის“ - მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.  

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

23.09.2025.18:34

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.

ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა