მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

news image

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მეექვსედ დააჯილდოვა. ჯილდო თიბისი კონცეპტისა და თიბისიWealth Management-ის მიმართულებებს გადაეცათ, რომლებიც მომხმარებლებს მათს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ, მუდმივად განვითარებად, თანამედროვე სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობენ.

გამარჯვებულები ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. საბჭომ გადაწყვეტილება მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ აპლიკაციებზე, ბაზრის მოთამაშეებისგან მოპოვებულ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით მიიღო.

“პერსონალური საბანკო მომსახურების ჯილდო თიბისისა და მისი გუნდის ძალისხმევის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ადასტურებს, რომ  წარმატებით ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ მომსახურებას - ციფრულ და ინოვაციურ პროდუქტებს, შეუფერხებელ სერვისს და მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს. შედეგად, თიბისი მომხმარებლებთან პარტნიორულ ურთიერთობებს აყალიბებს და მთავარი მხარდამჭერია მათი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„დღეს კერძო საბანკო საქმიანობაში წარმატებისთვის საჭიროა, არამხოლოდ კარგი საინვესტიციო შედეგები, არამედ სიღრმისეული გააზრება, თუ რა მიზნები და სურვილები აქვთ მომხმარებლებს. წელს ის ფინანსური ინსტიტუტები და ორგანიზაციები დავაჯილდოვეთ, რომლებიც ახერხებენ მათი გუნდის პროფესიონალური ჩართულობითა და ციფული სერვისების მეშვეობით, დაეხმარონ მომხმარებლებს, სწორად მართონ კაპიტალი სწრაფად ცვალებად გარემოში“,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

 

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე

31.10.2025.16:24

გალტ & თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. 20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნონ.

G&T Trader პირველი მულტიპროდუქტიული და მულტისავალუტო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც გალტ ენდ თაგარტმა ბაზარს 10 წლის წინ გააცნო. მისი დახმარებით მომხმარებლებს მსოფლიოს ძირითად საფონდო ბირჟებზე აქვთ წვდომა, სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდით ვაჭრობენ და საკუთარი ინვესტიციების დინამიკას ადევნებენ თვალს.

“გალტ & თაგარტი მუდმივად იკვლევს მომხმარებელთა ინტერესებს, ვისმენთ მათ უკუკავშირს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პლატფორმის ფუნქციონალებსა და შეთავაზებებს კიდევ უფრო ვხვეწთ. გვიხარია, რომ ბოლო განახლების შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ ბაზარზე აქვთ წვდომა, შეუძლიათ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გახანგრძლივებული დროით, 24-საათიანი ივაჭრონ, მიიღონ დეტალური ანალიტიკური ინფორმაცია და სხვა“, - აღნიშნავს დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.

გაიგეთ მეტი გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ ვებგვერდიდან:

www.galtandtaggart.com

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა