თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
თიბისიმ მსხვილი კორპორაციული კლიენტების ფინანსური მენეჯერებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრები ტრადიციულად BDO Academy-სთან თანამშრომლობით გაიმართა.
ტრენინგების მთავარი თემა წელს ბიზნესის მართვის ახალი სტანდარტები იყო, მათ შორის: „RPA და ციფრული ბუღალტერია: მონაცემთა სინქრონიზაცია საგადასახადო და ფინანსური აუდიტისთვის“, „2024 წლის აქტუალური საგადასახადო საკითხები“ და „ფასს 16 - იჯარა“.
სალექციო საკითხები ფინანსური მენეჯერების წინასწარი გამოკითხვის მიხედვით შეირჩა, შეხვედრები კი BDO Academy-ს ტრენერებმა ჩაატარეს.
“თიბისი ყოველთვის უსმენს პარტნიორებს და დროულად პასუხობს მათს ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. უკვე ოთხი წელია „BDO აკადემიასთან“ ერთად ვატარებთ შეხვედრებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსური მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული. დარწმუნებული ვარ, ტრენინგები პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაში”, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
სხვა სიახლეები
03.10.2025.19:17
კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.
,,სტუდიო ლიბერთის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნეს იდეების გაცვლასა და საქმიანი პარტნიორობის გაძლიერებას.
„Networking Georgia, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ერთ სივრცეში თავმოყრის კარგი გამოცდილებაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესის ზრდას, არამედ თანამშრომლობის გაღრმავებას და პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას ემსახურება,“ - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.
სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.