მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.6
-0.004
flag
AZN 1.5892
-0.0006
flag
CNY 38.208
0.0009
flag
EUR 3.14
0.0152
flag
GBP 3.572
0.0023
flag
KZT 52.74
-0.0007
flag
TRY 0.0636
0
flag
USD 2.702
-0.0009

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

news image

თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ჯილდო სამ ნომინაციაში გადაეცა. თიბისი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოებაზე ერთდროულად 3 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ჯილდო მიიღო თიბისის IT აკადემიამ — რომელიც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. აკადემიაში სწავლების პროცესს, თიბისის გუნდის პროფესიონალებთან ერთად, ხელმძღვანელობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტები, რაც ყოველწლიურად ზრდის სასწავლო პროგრამების ხარისხსა და რეალურ გავლენას სექტორზე. 

თიბისის IT აკადემია 2019 წელს დაარსდა. დღეს, უკვე 5,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს. მათგან 30% თიბისი ჯგუფში მუშაობს, დანარჩენი კი სხვადასხვა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიებში აგრძელებს კარიერას. IT აკადემია საქართველოში, პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პლატფორმაა. 

თიბისიმ მეორე ჯილდო „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“ კატეგორიაში მიიღო. თიბისიმ წარადგინა ის აქტივობები და ინიციატივები, რომელსაც გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ახორციელებს. კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა თიბისის ESG სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. თიბისი ელექტროენერგიას 12 მზის სადგურიდან იღებს, რითაც რეგიონებში ფილიალების მოხმარების 80%, თბილისში კი 27% იფარება. ავტოპარკის 57% ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებისგან შედგება. თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობა 2.07 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,2 მილიონი ლარი მწვანე და კლიმატთან დაკავშირებული ნაწილია. 

მესამე ჯილდო კი თიბისის ESG აკადემიისთვის გადაეცა, კატეგორიაში - „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“. თიბისიმ ESG აკადემიის შესაქმნელად ორგანიზაცია Finance in Motion-ის დახმარებით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში - EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility. ESG აკადემია არის მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას უფასოდ სთავაზობს ქართულ ენაზე. პირველი კურსი „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“ თიბისისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანია „დეველორის“ თანაავტორობით შეიქმნა. ჯამურად აკადემიის კურსს 900 თიბისელი და 300 მომხმარებელი გაივლის სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტიდან.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, თიბისის დამატებითი სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც კომპანიამ, რომელიც კონკურსის დასაბამიდან - დღემდე, აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია უზიარებს ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამასთანავე, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image VR Krtsanisi Resort Residence-ში​ მაღალი კლასის რესტორანი „მარანი“ გაიხსნა

02.12.2025.12:00

VR Krtsanisi Resort Residence კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი საცხოვრებელი სივრცეა. კომპლექსში გაიხსნა ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი „მარანი“, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კულინარიულ გამოცდილებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

„მარანი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც ქართული და მსოფლიო კულინარიის საუკეთესო ტრადიციები ერთიანდება ინოვაციურ მიდგომებთან. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი კერძები.

რესტორანი გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერითა და კომფორტულად მოწყობილი სივრცით, სადაც თითოეული დეტალი შექმნილია სასიამოვნო ატმოსფეროსა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.მაღალი ხარისხის სტანდარტები ქმნის გარემოს, სადაც თითოეული სტუმარი შეძლებს სასიამოვნოდ გაატაროს დრო.

VR Krtsanisi Resort Residence განაგრძობს განვითარებას და უკვე დაგეგმილი აქვს არაერთი ახალი პროექტისა და ინიციატივის განხორციელება, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრებს კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების ხარისხს.

რესტორანი „მარანი“ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპლექსის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის პრემიუმ ცხოვრების სტილის შეთავაზებას გარემოში, სადაც კომფორტი, ხარისხი და ესთეტიკა მაღალ სტანდარტზე დგას.

რესტორანი მდებარეობს გრიგოლ ვოლსკის ქ.N7-ში, სადაც მაღაკვალიფიციური გუნდი მზად არის მუდმივად მოგემსახუროთ და თქვენი გამოცდილება მეტად სასიამოვნო გახადოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა