თიბისი x ვერე - თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
თიბისი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ მხარდამჭერი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი ქალთა სპორტის გაძლიერების გზაზე დგამს; სადაც თანადგომა, მხარდაჭერა და დაჯერების ძალა მთავარი ღირებულებებია.
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ვერე“ 2022 წელს, თბილისში დაარსდა. 2023 წელს, გუნდმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა ლიგა 2-ში და ღირსეული ასპარეზობა15 გუნდს შორის მესამე ადგილზე დაასრულა.
2025 წლიდან, „ვერე“ უკვე საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის ბინადარია. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდა და განვითარებაა. ასევე, აკადემიის გაძლიერება და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მხარდაჭერა. კლუბი ქმნის სივრცეს, სადაც მიზნების მიღწევა ყველას შეუძლია. ეს არის ადგილი, სადაც გოგონებს სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.
დღეს, „ვერეს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 18 ფეხბურთელია, დუბლშემადგენლობაში - 25; ხოლო აკადემიაში 20 მოზარდი გოგონა ვარჯიშობს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი, დაკომპლექტებულია უეფას ლიცენზირებული მწვრთნელებით.
ამ ნაბიჯით, თიბისი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს ახალ თაობას; მათ ნებისმიერ სურვილსა თუ წამოწყებას.
ახალი თაობა თიბისისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ინსპირაცია. გვჯერა, რომ გოგონებისთვის არ არსებობს საზღვრები, როცა მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სჯერათ.
გვჯერა, რომ თითოეული გოგო, რომელიც მოედანზე გადის, თავისუფალ, თავდაჯერებულ მომავალს ქმნის და თიბისი ყოველთვის მხარს უჭერს თამამი მიზნებისკენ სწრაფვას.
სხვა სიახლეები
04.09.2025.18:00
კახეთში Schuchmann Wines-ი რთველს რამდენიმე დღეში დაიწყებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Schuchmann Group-ის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განაცხადა, საკუთარი ვენახებიდან კომპანია წინასწარი მონაცემებით 1000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება.
„რთველი 2025“ ჩვენს ვენახებში მომდევნო კვირიდან დაიწყება. ამ ეტაპისთვის ველოდებით იმ პარამეტრების მიღებას, რომლებიც მოგვცემს რთველის ოფიციალურად დაწყების საშუალებას - შაქრიანობას და ასე შემდეგ.
გეტყვით, რომ წელს ყურძნის არაჩვეულებრივ მოსავალს ველოდებით. შარშანდელთან შედარებით მეტი მოსავალის მოლოდინში ვართ. ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პარამეტრების დასახელება, თუ რა მოცულობის მოსავალს მივიღებთ, თუმცა სავარაუდო მაჩვენებელი 1000 ტონამდეა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს პორტფელს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პორტფელში ღვინოების 80% მიღებული გვაქვს კახეთში მოწეული ყურძნისგან, ხოლო 20% - დასავლეთის ჯიშის ყურძნებიდან, რომელსაც, თავის მხრივ, ადგილობრივი ფერმერებიდან ვყიდულობთ. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, რა რაოდენობის ყურძენი იქნება შესყიდული, რადგან წლევანდელი ინტერესი და მოტივაცია გახლავთ, რომ ჩვენი ღვინოების 100% ჩვენსავე ვენახებში მოწეული ყურძნისგან იქნეს წარმოებული,“ - განმარტავს Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი.
Schuchmann Wines Georgia-ს წლიური წარმოება დაახლოებით 1.5 მილიონი ბოთლი ღვინოა, საიდანაც 10-15% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის.
„1.5 მილიონი ბოთლი ღვინო ყოველ წელს, ცხადია, არ იყიდება - ხდება ღვინოების დაძველება.
ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ორი ტიპის წარმოება: ეს არის ევროპული ტიპის წარმოება Schuchmann-ის ბრენდით და ტრადიციული, ანუ ქვევრის ღვინის წარმოება Vinoterra-ს ბრენდით.
შესაბამისად, ქვევრის ღვინის წარმოებას, ქართული ტრადიციული მეთოდით, სჭირდება მეტი დრო - მის წარმოების ციკლს, შემდგომ კი დავარგების ციკლს.
შესაბამისად, კომპანია Schuchmann Wines Georgia-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოება, რომელიც, როგორც დროს, ასევე შესაბამის ღირებულებას მოითხოვს,“ - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
Schuchmann Wines Georgia საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს და ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ცდილობს.
„კომპანიის მიზანია ბაზრების მეტი დივერსიფიკაცია, მეტი მსყიდველუნარიანი ბაზრები, და ჩვენი პრიორიტეტი რჩება უცვლელი: დიდ და მსყიდველუნარიან ბაზრებზე ვიყოთ წარმოდგენილები და ამით ვაბალანსოთ რისკები, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე,“ - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.