მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

თიბისი x საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია AI განათლებისთვის

news image

AI საერთაშორისო ოლიმპიადის წარმატებით ჩატარების შემდეგ, თიბისიმ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA), სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს.

ახალი თაობის AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებაში და ბიზნესში AI-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ქართველი პროფესიონალების და ქართული AI კომუნის გაძლიერება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც თიბისი და GAIA ერთობლივად იმუშავებენ.

სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ბიზნესებისთვის თიბისი და GAIA ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ არაერთ AI პროგრამას, ბუთქემფებს, ტრეინინგებს, საჯარო შეხვედრებს, კონფერენციებს, ვორქშოფებს და ა.შ. ასევე, ახლო მომავალში დაიწყება რეგისტრაციები საოლიმპიადო კურსზე.

„მოხარულები ვართ გვყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო ტენდენციებს მიყვება და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. გვჯერა რომ, GAIA-სთან თანამშრომლობით ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. თიბისის და GAIA-ს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

„თიბისის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის ეროვნული AI ჰაკათონი ჩავატარეთ და საქართველო პირველად წარვადგინეთ AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე. წარმატების ამ მაგალითებმა კი გვაჩვენა, რომ საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს. ამიტომ, შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე, როგორიცაა მომავალი ტალანტების განვითარება, პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და მსოფლიო AI რუკაზე საქართველოს გამოჩენა“ - გიგი გიორგაძე,  საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ახლა ხანს GAIA-ს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტებულმა მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა წელს საქართველო პირველად წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში, სადაც ნაკრების წევრმა თემიკო მაჭავარიანმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თიბისი, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის. ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „ფაჩუჩი“

18.11.2025.18:00

ხელნაკეთი თექის ფაჩუჩების მწარმოებელი კომპანია „ფაჩუჩი“, დაახლოებით სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia “ფაჩუჩის“თანადამფუძნებელს ელენე ბლიაძეს ესაუბრა.

„აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს და შეკვეთების მიღებას. წარმოდგენილები ვართ რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე და შეკვეთებს ვიღებთ როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისგან, ისე მიგრანტებისგან.
ახალ მომხმარებლებთან ერთად, გვიბრუნდებიან 2-3 წლის წინ არსებული მომხმარებლებიც, რომელთა შენარჩუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია “, - ამბობს ელენე ბლიაძე.

„ამჟამად, ასორტიმენტი თექის ფაჩუჩებს მოიცავს, თუმცა მომავალში შესაძლოა ჩითის ფაჩუჩებიც დაემატოს.

„ამ ეტაპზე ძირითადად თექის ფაჩუჩებს ვკერავთ, თუმცა ვგეგმავთ განვითარების გაგრძელებას. გვინდა ჩითის ტექნიკაც ვისწავლოთ და ასორტიმენტს ჩითის ფაჩუჩები დავუმატოთ. სამომავლოდ სწორედ ამის განხორციელება გვაქვს გეგმაში “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასი დიზაინისა და ზომის მიხედვით განისაზღვრება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა