მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი - წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

news image

ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი ბრუნდება და წელსაც, ივლისის დაუვიწყარ საღამოებს გპირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. 

ლაგოდეხის ცხოვრებაში, ბლუზი უკვე აღარ არის მუსიკის შორეული ჟანრი - ის ამ ქალაქის ხმად იქცა. 

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი

12 ივლისს, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის სცენაზე იქნებიან განუმეორებელი კლოდეტ კინგი, ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილი და ლუკა ჯორდანო (იტალია) თავისი ბენდით. 

19 ივლისს, გექნებათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოუსმინოთ ბლუზისა და სოულის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელს, ფესტივალის წლევანდელ რეზიდენტს - შანა უოთერსტოუნს. ამერიკელი ვოკალისტი და მისი ბენდი, ბლუზ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებენ. 

2 აგვისტოს, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავს სერ ვალდო უეზერსი - ვირტუოზი საქსოფონი, თავის ბენდთან ერთად. 

ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო ზაფხულისთვის. ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯი კვლავ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. მსოფლიო დონის არტისტები კი, დაუვიწყარ საღამოებს გვაჩუქებენ. 

ფესტივალის ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი - ლუკა კერვალიშვილი, ბლუზ ვილიჯში თქვენს ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდიან.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ისე ემოციური თვალსაზრისით. 

თიბისის მხარდაჭერით, ფესტივალი არა მხოლოდ ინარჩუნებს ხარისხს, არამედ ხსნის ახალ სივრცეებს ბლუზის გაცნობიერებისა და გაზიარებისთვის. 

ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით. 

5 ივლისიდან, ბლუზ ვილიჯის კარი თქვენთვის 18:00 საათიდან გაიღება. კონცერტები კი, 20:00 საათზე დაიწყება. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას

12.03.2026.18:00

Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე. 

„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა