მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

news image

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა.

თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის 45%-ზე მეტი წილი უჭირავს, მთლიანი პორტფელი კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
“Global Finance-ის ჯილდო თიბისის გუნდის ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა - ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ გავამარტივოთ ვაჭრობის დაფინანსების პროცესები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ. აქცენტს პროცესების გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე ვაკეთებთ. მიმდინარე წელს ინტერნეტ და მობაილ ბანკში გარანტიების ციფრულად გაცემის სერვისს დავნერგავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროდუქტზე ხელმისაწვდომობას, პროცესებს კი დააჩქარებს. სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და თიბისის გუნდის ექსპერტიზა განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას და ამყარებს თიბისის მიმართ მომხმარებელთა ნდობას, რომელთა რიცხვი იზრდება და დღეისთვის 1000-ზე მეტ კლიენტს აერთიანებს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

„გლობალური ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზეა - ბანკები და სერვისის მიმწოდებლები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ პლატფორმებს, რათა გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და გაზარდონ გამჭვირვალობა. წელს ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებლების ჯილდოები იმ კომპანიებს გადავეცით, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს უმაღლესი დონის სერვისით, ტექნოლოგიებითა და რისკების მართვით ხელს უწყობენ ეფექტიან ვაჭრობაში”, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mercedes-ი 2026 წლის CLA-ში, Geely-ის მიერ წარმოებულ ძრავს გამოიყენებს

11.03.2026.16:38

Mercedes Benz CLA-ი Geely-ის ძრავით - განახლებული მოდელი ჩინური საავტომობილო გიგანტის 2.0-ლიტრიანი ტურბოთი, ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას carscoops.com აქვეყნებს.

შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, რომ ახალი თაობის Mercedes-Benz CLA Geely-ისა და Renault-ის მიერ შექმნილ ძრავს იყენებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Geely-ის აღმასრულებელი დირექტორი Mercedes-Benz-ის დაახლოებით 10%-იან წილს ფლობს, რაც ორ გიგანტს შორის მჭიდრო პარტნიორობას განაპირობებს.

გარდა ამისა, Geely გერმანულ ავტოკომპანიასთან ერთობლივ საწარმოსაც მართავს, რომელიც ელექტრო Smart მოდელებს აწარმოებს.

გამოცდილება მიუთითებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა CLA მსგავს საქმეში პარტნიორს იყენებს - წინა თაობების ზოგიერთი მოდელსაც Renault‑ს და Nissan‑ის მიერ შექმნილი ძრავები ჰქონდა. ახალი მოდელი ასევე აღჭურვილია წინსწრებით მართვის მხარდაჭერის სისტემით, რომელიც ჩინურმა სტარტაპმა Momenta შექმნა და რომელსაც Mercedes‑მა ადრე მხარი დაუჭირა.

გამოცემა CarNewsChina-ს მიხედვით, ზოგიერთი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს ოთხცილინდრიანი ძრავა შეიძლება შეთავსდეს 48-ვოლტიან mild-hybrid სისტემასთან, რომელიც სტარტერ-მოტორს პირდაპირ ტრანსმისიაში აერთიანებს. შედეგად ავტომობილი მიიღებს უფრო რბილ და ეფექტიან მუშაობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა