მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი, უზბეკეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დააჯილდოვა

news image

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიიოევმა, ყოველწლიური „ანტრეპრენიორების დღის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი, ნიკა ქურდიანი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის „მეგობრობის“ ორდენით დააჯილდოვა.

საპრეზიდენტო ორდენის მიღება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი უზბეკეთის უწყვეტ მუშაობას ქვეყანაში ფინანსური მომსახურების დონის ასამაღლებლად, ასევე მის როლს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მირზიიოევმა, ასევე აღნიშნა თიბისი უზბეკეთის როლი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში, რაც ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისი უზბეკეთმა ქვეყანაში დანერგა პირველი სრულად ციფრული ბიზნეს საბანკო სერვისი, რომელსაც აპრილში ბიზნეს სესხების ფუნქცია დაემატა. 2025 წლის ივლისში კი, კომპანიამგანაცხადა, რომ ბიზნეს შეთავაზებების გაძლიერებისთვის, უზბეკეთის უდიდესი საცალო მართვის SaaS პლატფორმა- BILLZ შეისყიდა. 

„პრეზიდენტისგან მიღებული ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა არ ვიღებ, როგორც პირად მიღწევად- ეს არის მთელი ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგის აღიარება. თითქმის ხუთ წელიწადში, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ეკოსისტემა, რომელმაც ქვეყნაში შეცვალა მილიონობით ჩვენი მომხმარებლის დამოკიდებულება ციფრული ფინანსური სერვისების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ არა მხოლოდ იმ მიღწევებით, რაც თიბისის აქვს, არამედ იმ მიღწევებითაც, რაც უზბეკეთის ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შევიტანეთ. თიბისი უზბეკეთი გააგრძელებს ახალი პროდუქტების შექმნას და ინოვაციური ტექნოლოგიების იმ ხარისხით დანერგვას, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამართლებს ჩვენი მილიონობით მომხმარებლის მოლოდინებს”, - ნიკა ქურდიანი, თიბისი უზმეკეთის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის მასშტაბით, არის წამყვანი ციფრული ბანკინგის ეკოსისტემა - 21 მილიონზე მეტი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებლით, რაც ქვეყანის მოსახლეობის 50%-ზე მეტია. ეკოსისტემა მოიცავს სწრაფად განვითარებად ციფრულ ბიზნესებს: TBC UZ - ქვეყნის უდიდესი ციფრული ბანკი; Payme- ციფრული გადახდების აპლიკაცია ინდივიდუალური მომხმარებლებისა და მცირე ბიზნესებისთვის; ასევე საკრედიტო ბიზნესს სახელწოდებით- Payme Nasiya; და თიბისი დაზღვევას, რომელსაც სრულად ციფრული შეთავაზებები აქვს. 

თიბისი უზბეკეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს მობაილბანკში ხელოვნური ინტელექტის გამოცდილების გაძლიერებაში. გუნდმა გამოყო 10 მილიონი საკუთარი საუბრის ტექნოლოგიებისა და უზბეკური ენის დიდი მოდელების (LLM) განვითარებისათვის. სხვადასხვა მიმართულებებში AI აგენტები უკვე დანერგილია, მათ შორის გაყიდვებსა და ინკასოებში. “ვირტუალური ასისტენტი” კი, წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.  

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 ყველაზე დიდი სასტუმრო ბათუმში

20.08.2025.19:00

infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია. 

გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:

Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი

Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი

STEPS Batumi - 250 ნომერი

Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი

Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი

Jrw Welmond Hotel Spa Casino  - 194 ნომერი.

www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.

პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა