თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინიციატივა საქართველოს ყველა რეგიონიდან 9-12 კლასის მოსწავლეებს აერთიანებს და მათ ტექნოლოგიურ სფეროში პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.
თიბისი ტექსკოლის განახლებულ პროგრამას, გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრების პარალელურად, ორი ახალი მიმართულება ემატება: „თიბისი ტექსკოლის ელჩები“ და ხელოვნური ინტელექტის სპეციალური კურსი.
„თიბისი ტექსკოლის ელჩები“ ტექსკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები და რთული ტექნოლოგიური საკითხები თანატოლებისთვის, პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში გადაიტანონ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
2026 წლის კიდევ ერთი სიახლე ხელოვნური ინტელექტის კურსია, რომელიც უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარს და AI, იდეის შექმნიდან, მის ტექნიკურ განხორციელებამდე გამოიყენონ. კურსი პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და ვებ მენეჯმენტის, გრაფიკული დიზაინისა თუ AI პროგრამირების მიმართულებით მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლე კურსს რეალური ციფრული პროდუქტის შექმნით დაასრულებს.
თიბისი ტექსკოლის სამთვიან ონლაინ კურსებზე უფროსკლასელები პროფესიონალ ლექტორებთან ერთად შეისწავლიან - პროგრამირებას, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასა, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, სოციალურ მედია მარკეტინგსა და ხელოვნურ ინტელექტს. ტექსკოლაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. თიბისი ტექსკოლას უკვე 2000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. არ გამოგრჩეთ ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია, რომელიც 9 მარტს დაიწყება.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები, შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
სხვა სიახლეები
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების, MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა
24.02.2026.13:59
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების, MEDEF-ის დელეგაციას შეხვდა და კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მან ყურადღება გაამახვილა ტავ ჯორჯიას 20-წლიანი საქმიანობის შედეგებზე, მგზავრთნაკადის ზრდის უპრეცედენტო მასშტაბზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებზე და აეროპორტების გაფართოების პროექტებზე.
ახალი შეთანხმების მიხედვით, რომელიც 15 იანვარს საქართველოს მთავრობასთან გაფორმდა, ტავ ჯორჯია ვალდებულებას იღებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და განვითარებაში 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს. მოლაპარაკებები გრძელდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და კონცესიის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებითაც.
Mouvement des Entreprises de France (MEDEF) არის საფრანგეთის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის კერძო სექტორის ინტერესებს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. ის ფრანგული ბიზნესის მთავარი პლატფორმაა სახელმწიფოსთან, პროფკავშირებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგისთვის. აღნიშნულ შეხვედრას MEDEF-ის წევრი 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.