თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა
თუ უფროსკლასელი ხარ და თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია ჯერ არ გაგივლია, ახლა ის დროა შესაძლებლობა რომ არ უნდა გაუშვა ხელიდან.
თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორ ეტაპიანი კონკურსის შემდეგ, შერჩეული მონაწილეები, 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:
ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების მიღება და წელს ტექსკოლაში სიახლეა, რომ აღნიშნულ კურსებში ინტეგრირდა AI მოდული.
მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისი ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, მონაწილეობა სრულიად უფასოა და ამასთანავე საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.
მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, ტექსკოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯები კი ტექნოლოგიების სამყაროში დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.
სხვა სიახლეები
გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ბევრი პოტენციური კლიენტის დაინტერესება შევძელით - კომპანია „კამპას“ წარმომადგენელი
09.11.2025.16:46
შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი მათგანი მხოლოდ სურსათისა და სასმელების მწარმოებლების პროდუქციას უკავია. მათ შორის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას გეგმავს.
„გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი პოტენციური კლიენტი გავიცანით, რაც ძალიან გვახარებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი ბიზნესი შეიძლება მეტად განვითარდეს ჩინეთში. ჩინური ბაზარი საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად“, - განაცხადა კომპანია „კამპას“ წარმომადგენელმა ანი ბახუტაშვილმა.
შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რაც მათ საშუალებას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, კულტურა, ღვინო და გასტრონომია. საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ არის წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.